ზიგმუნდ ფროიდი - მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი

ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.

გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომს – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“.

„მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს.

„სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება.

„ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით.

ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.

გამომცემლობა:
აქტი
ჟანრი:
ფსიქოლოგია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ზიგმუნდ ფროიდი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ვახტანგ გორგიშელი
რედაქტორი:
დიმიტრი უჩანეიშვილი
გვერდების რაოდენობა:
215
ზომა:
14 X 20
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941843822

მთარგმნელის წინასიტყვაობა.......................................................5
ილუზიის მომავალი .........................................................................9
თავი I .......................................................................................... 11
თავი II..........................................................................................17
თავი III ........................................................................................ 23
თავი IV........................................................................................31
თავი V ....................................................................................... 35
თავი VI........................................................................................41
თავი VII...................................................................................... 46
თავი VIII ..................................................................................... 53 

თავი IX ....................................................................................... 59 

თავი X........................................................................................ 65
სიზმართხილვის შესახებ .............................................................. 73
თავი I ......................................................................................... 75
თავი II......................................................................................... 77 

თავი III ........................................................................................ 85
თავი IV........................................................................................91
თავი V ....................................................................................... 97 

თავი VI......................................................................................102
თავი VII.....................................................................................109
თავი VIII .....................................................................................114
თავი IX .......................................................................................117
თავი X.......................................................................................120
თავი XI ...................................................................................... 121
თავი XII......................................................................................126
მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი..................................129
4 თავი I. შესავალი .................................................................... 131
თავი II. ლე ბონი და მასის მენტალობის მისეული დახასიათება...........................................................133
თავი III. კოლექტიური მენტალური ცხოვრების სხვა შეფასებები......................................................................144
თავი IV. ჩაგონება და ლიბიდო ............................................ 151
თავი V. ორი ხელოვნური მასა: ეკლესია და ჯარი ............156 თავი
VI. შემდგომი ამოცანები და კვლევის მიმართულება .........................................................................163 

თავი VII. იდენტიფიცირება ...................................................168
თავი VIII. შეყვარებულობა და ჰიპნოზი...............................174
თავი IX. ჯოგური ინსტინქტი .................................................. 181
თავი X. მასა და პირველყოფილი ურდო............................187
თავი XI. ეგოს ერთი საფეხური .............................................193
თავი XII. დამატებები ..............................................................199

000011159
22,00 
მარაგშია
ქულები: 22 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება