მონტესორი 2 წლიდან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება.
- საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს.
- ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
- „ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“…
- დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი.
ასევე:
- ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
- ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები
- ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
საბავშვო
მკითხველის ასაკი:
2+
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ეკატერინე სუბათაშვილი
გვერდების რაოდენობა:
136
ზომა:
215 X 285
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
შემეცნებითი თამაშები ყველაზე პატარებისთვის
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941372667