თამუნა ჩიჩუა - ჰარმონია საკუთარ თავთან


ჰარმონია საკუთარ თავთან - ემოციური ინტელექტის სახელმძღვანელო

???? საკუთარ თავთან ჰარმონია, ინდივიდის პიროვნული თუ პროფესიული რეალიზაცია და შინაგანი ბედნიერება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ყველა თაობის ადამიანებისთვის. ამ ყველაფრის გარეშე ძნელია ვინმეს ეწოდოს წარმატებული, მისი საქმიანობის თვალსაჩინო შედეგების მიუხედავად. ამ თემაზე უამრავი სწავლება, თეორია, წიგნი და მოსაზრება არსებობს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ საკუთარი თავის ღრმა გაგების, გონების, გულის და სხეულის ჰარმონიული თანაარსებობის, მათი თანხვედრის გარეშე შინაგანი სისავსე და საკუთარი თავის ნამდვილი რეალიზაცია ვერ მიიღწევა. ის ერთდროულად მიზანიც არის და გზაც, რადგან თავად სიცოცხლის კანონზომიერებაა – იბადები იმისთვის, რომ გაიზარდო, საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინო და რაც უფრო მეტად მოვუვლით ჩვენ შინაგან ბაღს, მით უფრო ლამაზი ყვავილები გაიზრდება ჩვენი მარცვლებიდან.

???? "ეს პატარა წიგნი – პრაქტიკული სახელმძღვანელო ქალებისთვის (როგორც ავტორმა უწოდა) სწორედ ამ ბაღის მოვლას ეხება. აქვე ვიტყვი, რომ წიგნი არამარტო ქალებისთვისაა, მასში სარგებელი ყველამ შეიძლება იპოვოს, სქესის, ასაკის თუ პროფესიის მი- უხედავად. დღეს პიროვნების განვითარებისა და ემოციური ინტელექტის თემებზე უამრავი წიგნია ხელმისაწვდომი, თუმცა ამ წიგნმა მაინც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, მომანდომა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გამომეცადა საოცრად მარტივი და ამავე დროს ძალიან სასარგებლო სავარჯიშოები".

???? ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა პიროვნული განვითარების თემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამასთანავე იგი ძალიან ფრთხილად მიანიშნებს იმ მომენტებზე, თუ სად საჭიროებს ინდივიდი ფსიქოთერაპევტის თუ სხვა პროფესიონალის მხარდაჭერას.


თამუნა ჩიჩუა, PCC, EQCP სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი (ICF PCC), ფსიქოლოგი, ტრენერი, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი EQCP, ბლოგერი. Erickson Coaching International-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და ასოცირებული ტრენერი საქართველოში, ემოციური ინტელექტის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი.

შექმნილი აქვს რამდენიმე წარმატებული საავტორო პროგრამა კორპორტიულ გარემოში ემოციური ინტელექტის მიმართულებით. არის ლიდერობის ქოუჩინგური მიდგომის TPIAF მოდელის ავტორი, მამოტივირებელი გუნდური ქოუჩინგის პროგრამების და ქალების ემოციური ინტელექტის პროგრამის ავტორი. „საოცრად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ავტორის სიტყვებმა თანამედროვე ძლიერი ქალის სტერეოტიპთან დაკავშირებით.

ეს წიგნი ძალიან დამაფიქრებელია ქალებისთვის, რომელთაც დღევანდელ რთულ დროში უწევთ სხვადასხვა როლების ერთმანეთთან შეთავსება – ჰქონდეს წარმატებული კარიერა, ამავდროულად იყო კარგი დედა, მეუღლე, იზრუნო განვითარებაზე.. ხშირ შემთხვევაში წარმატებაში ძვირი ფასის გადანდა და თითქოს წარმატებასა და ბედნიერ ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს. სწორედ ამით არის ღირებული ეს წიგნი – სთავაზობს ქალებს დახმარებას საკუთარ თავთან ჰარმონიის მოძიებასა და ბედნიერი, დაბალანსებული ცხოვრების მიღწევაში, იმაში, რომ იყვნენ უფრო თავდაჯერებულები ყველა როლში“.

ნინო მისამა MD,MBA,PhD, კომპანია HEMACO-ს დამფუძნებელი, დირექტორი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 21 საუკუნის ერთერთი დიდი გამოწვევა წარმატებული ქალისთვის – ბალანსი ქალურობისა და სიძლიერეს შორის „ეს არის სამაგიდო წიგნი ყველა ასაკის, სტილის, საქმიანობის ქალისთვის, რათა ბევრ მიღწევასთან, საკუთარი ამბიციების რეალიზებასთან ერთად და სტრესთან გამკლავებისას, ყოველთვის დარჩეს ბედნიერი“. მარიკა კლდიაშვილი Ph D, PMP, SFLBA მართვის აკადემიის ინოვაციების დირექტორი, CIU ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, Be Agile დამფუძნებელი და ტრენერი, საერთაშორისო ექსპერტი, სტარტაპების მენტორი და ქოუჩი

გამომცემლობა:
სეზანი
ჟანრი:
ფსიქოლოგია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
თამუნა ჩიჩუა
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
110
ზომა:
18x24
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941842573

გავიცნო ჩემი თავი 

1. ვიცოდეთ ჩვენი ემოციები 

2. ემოციების როლი ჩვენს ცხოვრებაში 

3. გაბრაზებული ხარ?

4. ვიცოდეთ ჩვენი ჩვევები 

5. ჩვევების შედეგობრივი ანალიზი B. ჩვენი სიძლიერეები და სისუსტეები 

7. უკუკავშირს ჯანსაღი თვითშეფასებისთვის B. ღირებულებები 

4. მისატანი კონფლიქტების

1. ემოციური ქცევის ანატომია
2. ემოციების მართვა სხეულით – კრიტიკულ სიტუაცებში
3. ემოციების მართვა სხეულით — ყოველდღიურობაში
4, ემოციების მართვა ფიქრებით

000010974
48,00 
მარაგშია
ქულები: 48 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება