ჰარი პოტერი - სრული ნაკრები

ორ ათწლეულზე მეტი გავიდა, რაც ჰარი პოტერი უეცრად აღმოჩნდა კინგს ქროსის პლატფორმაზე 9 და 3/4 .

მასთან ერთად უამრავი მკითხველი ჩაითრია ჯოან როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ:

  • გავიდა წლები და ჰარი პოტერის სერიის შვიდი ბესტსელერი წიგნის 8 კინოადაპტაციაც ვიხილეთ.
  • გამოვიდა პიესა, რომელმაც მაყურებლების გულები და ჯილდოები მოიგო.
  • ეს-ესაა დაიწყო „ჯადოსნური ცხოველების“ სერია, რომლის ფარგლებშიც ხუთი ფილმი გამოვა.

ამ სამყარომ მოხიბლა და მოაჯადოვა სხვადასხვა ასაკის მილიონობით მკითხველი. ისინი ხომ პერსონაჟებთან ერთად გადავიდნენ ჯოან როულინგის უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილ მაგიურ განზომილებაში.

დღეისათვის პოტერომანების რაოდენობა კიდევ და კიდევ იზრდება.

ეს ჯადოსნური სამყარო ღიაა ყველასათვის, ვისაც აინტერესებს გაეცნოს მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია. დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.

სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს: წერილს, რომელიც დაუჯერებელ ადგილას – ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში – სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად საოცარ მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია – უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.

ნაკრებში შესულია სერიის შვიდივე წიგნი.


  1. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა;
  2. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი;
  3. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე;
  4. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი;
  5. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი;
  6. ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი;
  7. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩქრები;


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
ფენტეზი
მკითხველის ასაკი:
11+
ავტორი:
ჯ.კ. როულინგი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
გვერდების რაოდენობა:
200-600
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2014
წონა, გრ:
3.456
მოითხოვე კოდი
ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
მარაგშია
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება