მიხეილ ჯავახიშვილი - ხუთტომეული

· პირველი ტომი - "ჯაყოს ხიზნები'

· მეორე ტომი -„არსენა მარაბდელი“,

· მესამე ტომი - „ჯაყოს ხიზნები“, „გივი შადური“,

· მეოთხე ტომი - მოთხრობები, წერილები

· მეხუთე ტომი „თეთრი საყელო“


მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები დღემდე არ კარგავს აქტუალობას და სწორედ ამისი დასტურია ის ფაქტიც, რომ ქართველმა მკითხველმა ახალი ბიბლიოთეკის პირველ ავტორად სწორედ ის აირჩია. მწერალი, რომელიც რუსულ რეპრესიებს შეეწირა, თავისი შემოქმედებით მუდმივად ქართველი ერის დაცვასა და გამოფხიზლებას ცდილობდა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, "აღიარებაზე" წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით, იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ მისი ნაწარმოებების კვლავ გამოცემა დაიწყო. მწერალი კარგად გაიცნო ქართველმა მკითხველმა, დააფასა და შეიყვარა. მას შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის სხვადასხვა გამოცემა ქართველების წიგნების თაროზე განსაკუთრებულ, საპატიო ადგილს იკავებს.

ათწლეულების შემდეგ, დღეს, როდესაც რუსული აგრესია კვლავ აქტუალური პრობლემაა, ქართველი მკითხველი კვლავ მიხეილ ჯავახიშვილს ირჩევს და კითხულობს. 


გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
მოთხრობა / რომანი
მკითხველის ასაკი:
12+
ავტორი:
მიხეილ ჯავახიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
350-450
ზომა:
16 X 23
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
მოითხოვე კოდი
125,00 
მარაგშია
ქულები: 125 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება