აგათა კრისტი - ჰიკორი, დიკორი, დოკ
"ჰიკორიროუდის ერთ ძველმოდურ შენობაში, სადაც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელია, უცნაური ამბები ხდება _ სტუდენტების ნივთებს ვიღაც იპარავს. დაიკარგა საპუდრე, პომადა, სტეტოსკოპი, შოკოლადის კანფეტის კოლოფი, ბორის მჟავა, საყურე, ცალი ფეხსაცმელი _ სულ წვრილმანი ნივთები, მაგრამ რაც მთავარია, ქურდი ახირებული ვინმე ჩანს _ მოპარულ ნივთებს ჭრის და ანაკუწებს, მაგალითად, აბრეშუმის შარფს, ზურგჩანთას... მხოლოდ ერთი ძვირფასი ბეჭედი მოიპარა და ისიც დააბრუნა. ნუთუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქურდბაცაცობაა? თუ საერთო საცხოვრებელში გაცილებით საშიში რამ ხდება? ამის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სახელგანთქმული დეტექტივის, ერკიულ პუაროს უტყუარი მაძებრული ალღოა საჭირო. რა ხდება ჰიკორიროუდზე, ვინ დაჯდება განსასჯელის სკამზე, ამას დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ. "