ეტრუსკები
ანტიკური ცივილიზაციის შემქმნელთა ამბავს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორი ეკატერინე კობახიძე წარმოგვიდგენენ.
წიგნი ეძღვნება ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტებს - ეტრუსკებს, რომლებმაც ბერძნებთან და რომაელებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანეს ანტიკური ცივილიზაციის შექმნაში.
პირველად ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში ერთ ნაშრომშია განხილული ეტრუსკული მემკვიდრეობის ყველა ძირითადი მიმართულება: ისტორია, დამწერლობა, ენა, საზოგადოებრივი ცხოვრება, მითოლოგია, რელიგია და ხელოვნება.
წიგნს ერთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების ასზე მეტი ილუსტრაცია და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის, მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.