აგათა კრისტი - ორ სიყვარულს შორის
მერი უესტმაკოტის ფსევდონიმით შექმნილი ლიტერატურა აგათა კრისტის განსხვავებული ამპლუაა-დეტექტივისგან სრულიად განსხვავებული. ის შესანიშნავი რომანისტია, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურის გიგანტებს შორისაც კი გამორჩეული.
"ორ სიყვარულს შორის" ის ნაწარმოებია, რომელიც აგათა კრისტის ამ "განსხვავებულობაში" გვარწმუნებს-რომანის მხატვრული, იდეურ-თემატური მხარე სრულიად განსხვავებული და საინტერესოა.
ეს ამბავი უკიდურესობების დაახლოებასა და, იმავდროულად შეუთავსებლობაზეა; მეგობრობაზე, სიყვარულზე, დაშორებაზე, ღალატზე, დავიწყებასა და არჩევანზეა, ეს ამბავი მუსიკაზეა, ასე რომ ამღვრეულს და აღელვებს პერსონაჟთა სულებს; კიდევ ომზეა, ბედს რომ უცვლის ადამიანებს და სამუდამოდ განუსაზღვრავს როგორც დარჩენილი, ისე გადარჩენილი სიცოცხლის საზღაურს.