იუვალ ნოაჰ ჰარარი - საპიენსი
100 000 წლის წინ დედამიწაზე ადამიანთა, სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.
როგორ მოვაღწიეთ დღემდე? როგორ მოახერხეს ჩვენმა მონადირე-შემგროვებელმა წინაპრებმა ქალაქებისა და სამეფოების შექმნა? რატომ გვჯერა ღმერთების, ერების და ადამიანის უფლებების? როგორ აღმოვჩნდით ბიუროკრატიის, განრიგებისა და კონსუმერიზმის ტყვეობაში? რა სახეს მიიღებს სამყარო ახალ ათასწლეულში?
იუვალ ნოახ ჰარარის ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ კაცობრიობის წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით. ავტორი ბიოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, პალეონტოლოგიურ თუ ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერს, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ადამიანთა საზოგადოებები, მათ ირგვლივ არსებული ფლორა და ფაუნა, თვით ადამიანთა ქცევები და ხასიათის თავისებურებები. ჰარარი
ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ ჩვენი წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით.
ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ არა იგი ერთი მიმართულებით? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც ისრაელელი მეცნიერი თავის ნაშრომებში ცდილობს. დღეისათვის ჰარარი სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Guardian, Financial Times, The New York Times, The Wall Street Journal, The Economist and Nature Magazine. ამავდროულად კი მოწვეული ლექტორის სტატუსით გამოდის მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში, რომლის დროსაც აქტიურად მიმოიხილავს თავის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჰარარიმ 2009-2012 წლებში ორჯერ მიიღო პოლონსკის პრემია შემოქმედებითობისა და ორიგინალურობისთვის. 2011 წელს ჰარარი მილიტარიზმის ისტორიის შესახებ დაწერილი შესანიშნავი სტატიების გამო მონკადოს პრიზითაც დააჯილდოეს. გასულ წელს კი მისმა მთავარმა ნაშრომმა - "საპიენსმა" - "წლის აკადემიური წიგნის" წოდება დაიმსახურა.
ისტორიის ქრონოლოგია 7
პირველი ნაწილი – კოგნიტური რევოლუცია
თავი I – არაფრით გამორჩეული ცხოველი 13
თავი II – შეცნობის ხე 34
თავი III – ადამის და ევას ცხოვრების ერთი დღე 59
თავი IV – წარღვნა 89
მეორე ნაწილი – სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია
თავი V – ყველაზე დიდი თაღლითობა ისტორიაში 107
თავი VI – პირამიდების მშენებლობა 133
თავი VII – მეხსიერების გადატვირთვა 158
თავი VIII – ისტორია უსამართლოა 175
მესამე ნაწილი – კაცობრიობის გაერთიანება
თავი IX – ისტორიის ისარი 211
თავი X – ფულის სურნელი 224
თავი XI – იმპერიული ხედვები 243
თავი XII – რელიგიის კანონი 268
თავი XIII – წარმატების საიდუმლო 304
მეოთხე ნაწილი – სამეცნიერო რევოლუცია
თავი XIV – უმეცრების აღმოჩენა 317
თავი XV – მეცნიერებისა და იმპერიის შეუღლება 353
თავი XVI – კაპიტალისტური მრწამსი 390
თავი XVII – ინდუსტრიის ბორბლები 426
თავი XVIII – პერმანენტული რევოლუცია 446
თავი XIX – და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად 477
თავი XX – ჰომო საპიენსის აღსასრული 505
ბოლოსიტყვაობა:
ცხოველი, რომელიც ღმერთად იქცა 528
დანართი
რუკები 531
ილუსტრაციები 531
გამოყენებული წყაროები 534