წრიპა ბიჭის დღიურები

წრიპა ბიჭის დღიური – ილუსტრირებული წიგნების სერია – მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

პირველი წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს გამოვიდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. დღემდე ამ სერიის 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

გრეგ ჰეფლის კომიკურ ისტორიებს თითქმის ყველა ქვეყანაში ინტერესით კითხულობენ ბიჭებიცა და გოგონებიც, უმეტესად, 8-12 წლის ასაკში.

წრიპა ბიჭის დღური განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კითხვა ნაკლებად აინტერესებთ; სერია ეხმარება მშობლებს, დააახლოვონ შვილები წიგნებთან.

მილიონობით ბავშვის საყვარელი გმირი გრეგ ჰეფლი, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა: ის არც ზებუნებრივ ძალებს ფლობს, არც კეთილშობილია, ვერც ჭკუამახვილს ვუწოდებთ… არადა საოცრად პოპულარული პერსონაჟია. ხშირად მშობლებსა და მასწავლებლებს უკვირთ კიდეც, რატომ ირჩევენ ბავშვები მაინცდამაინც “წრიპა ბიჭის დღიურს” და რატომ კითხულობენ ასეთი გატაცებით. იუმორის გრძნობა არც ჰეკლბერი ფინს აკლდა, სკოლაში ბულერბიელი ბავშვებიც ხომ დადიოდნენ, დღიურს ანე ფრანკიც წერდა…

და მაინც, დღევანდელი ბავშვები წრიპა ბიჭს ირჩევენ. ამის მიზეზს სხვადასხვანაირად ხსნიან მშობლები, მასწავლებლები და თავად ბავშვები.

მოითხოვე კოდი
ზაფხულის არდადეგებია, მშვენიერი ამინდია და გარეთ  ყველა ბავშვი კარგად ერთობა. გრეგ ჰეფლი სადღაა? სახლში ზის, ჟალუზები ჩამოუწევია და ვიდეოთამაშებს თამაშობს. „შინაყუდა“ ვარო, უმტკიცებს საკუთარ თავს, რაც მისთვის ყველანაირი წესებისა და მოვალეობებისგან თავისუფლებას ნიშნავს. არადა  სულ...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
გრეგ ჰეფლის ერთი სული აქვს, დიდი ბიჭი გახდეს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ასაკის მატებასთან ერთად პრობლემებიც მატულობს. აქეთ თანატოლების წვეულებები, იქით საოჯახო ვალდებულებები… გაზრდასთან დაკავშირებული მოულოდნელი სიახლეები არ მთავრდება. თან არც საუკეთესო მეგობარი როული ჰყავს გვერდით....
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ: გრეგ ჰეფლი უნიათო იყო დაიქნება, და გრეგის მამასაც ვინმემ უნდა გააგებინოს ეს ამბავი.არადა, ფრენკ ჰეფლის მართლა ჰგონია, რომ თუ გულით მოინდომებს, შვილს კიდეც გააკაჟებს და კიდეც გამოაწრთობს, ამიტომ ხან სპორტზე შეჰყავს და ხან სხვა „ვაჟკაცურ“ საქმეებში რთავს....
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
გრეგ ჰეფლი დიდ შარშია. ის მთავარი ეჭვმიტანილია ვანდალიზმში – სკოლის კედლების დაზიანებაში სდებენ ბრალს. არადა უდანაშაულოა… თითქმის უდანაშაულო. საქმეში პოლიციაც ერთვება და წრიპა ბიჭი გულგახეთქილი აყურადებს, ვინ აკაკუნებს სახლის კარზე. არადა, შინიდანაც ვერსად მიდის, რადგან მოულოდნელად...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ბავშვობა მართლაც ძნელია და ეს არავინ იცის გრეგ ჰეფლიზე უკეთ. იგი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, „შკაფებთან“ ერთად ამყოფებენ, ისეთ „შკაფებთან“ პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით. „წრიპა ბიჭის დღიური“ მსოფლიო ბესტსელერია, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია...
11,90 
მარაგშია
+
000011132
ჯობია, საერთოდ არ ჰკითხოთ გრეგს, როგორც გაატარა ზაფხულის არდადეგები, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი ესიკვდილება. სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება და გრეგს უნდა საერთოდ დაივიწყოს ზაფხულის სამი თვე, განსაკუთრებით კი ერთი ამბავი…
11,90 
მარაგშია
+
000008836
გრეგ ჰეფლის ერთი სული აქვს, დიდი ბიჭი გახდეს, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ასაკის მეტებასთან ერთად პრობლემებიც მატულობს. აქეთ თანატოლების წვეულებები, იქით საოჯახო ვალდებულებები… გაზრდასთან დაკავშირებული მოულოდნელი სიახლეები არ მთავრდება. თან არც საუკეთესო მეგობარი როული ჰყავს გვერდით....
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
წრიპა ბიჭის დღიური – ილუსტრირებული წიგნების სერია – მთელ მსოფლიოშია ცნობილი. პირველი წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს გამოვიდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. დღემდე ამ სერიის 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. გრეგ ჰეფლის კომიკურ ისტორიებს თითქმის ყველა ქვეყანაში...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ვალენტინობა ახლოვდება, სკოლაში ცეკვის საღამო უნდა ჩატარდეს და ყველა პარტნიორს ეძებს. ბიჭები გოგოებზე მეტნი არიან და წუხან, რომ შეიძლება, წვეულებაზე მეწყვილის გარეშე დარჩნენ. გრეგის საფიქრალიც სწორედ ეს არის. ვის აღარ გაუგზავნა მოსაწვევი, მაგრამ ვერც ერთი გოგო ვერ დაითანხმა. გრეგის...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ოჯახური მოგზაურობა, წესით, კარგი გართობა უნდა იყოს… მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ჰეფლების ოჯახი არ ხართ. მათ მოგზაურობას თავიდან კარგი პირი უჩანს, მაგრამ მალე ყველაფერი ირევა. ბენზინგასამართი სადგურის საპირფარეშოები, გადარეული თოლიები, ავარიები და გაქცეული გოჭი გრეგ ჰეფლის...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
გრეგს დედა არწმუნებს, შენს ტვინს ვიდეოთამაშები და ტელევიზორი აზარმაცებს, ამიტომ თუ ტელევიზორს გამორთავ და ჯოისტიკს დადებ, შეიძლება საკუთარ თავში ისეთი ნიჭი აღმოაჩინო, რომლის შესახებაც არაფერი იცოდიო. დედა ცდილობს, გრეგს თავისი ფარული ნიჭის პოვნაში დაეხმაროს. ხან პოეზიის ეროვნულ საბჭოში გაგზავნის...
11,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ყველა თაობაში დასმული კითხვა – „ძველი დრო ჯობია თუ ახალი?“ – ჰეფლების ოჯახშიც აქტუალურია. დედ-მამა და პაპა, რა თქმა უნდა, „ტკბილ“ წარსულს მისტირიან. ამიტომაც შეიტანს გრეგის დედა მერიაში პეტიციას, რომლის მიხედვითაც მთელმა ქალაქმა ნებაყოფლობით უნდა გაატაროს შაბათ-კვირა ელექტრონული მოწყობილობების...
11,90 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 5 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 11.9
  • 11.9