ხელოვნება

ის რაც ხელოვნების ყველა მოყვარულს უდიდესს სიამოვნებას მოჰგვრის. ხელოვნების სამყარო ყველაზე უსასრულო და ფერადია. აღოაჩინე საუკეთესო ლიტერატურა შენთვის სასურველ მიმდინარეობაზე და აღმოაჩინეთ და გაიგეთ უფრო მეტი.

000007161
"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", "წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
- მან თავისი ექსცენტრული გენია მოიტანა და მეგობრებთან ერთად დაიპყრო სცენა, სადაც საკუთარ სამყაროს წარმოადგენდა თავისი პიროვნებითა და ხმით, ოცნებებითა და ფანტაზიებით, სიგიჟითა და ვნებით. ამ წიგნში მოთხრობილია ზანზიბარში დაბადებული ბიჭის წარმატების გასაოცარი ამბავი, რომელიც შერწყმულია „ქუინის“...
60,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბითლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განმაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით.
60,00 
მარაგშია
+
000004789
ტფილისი-თბილისი გასული საუკუნეებისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშების ჰარმონიული შერწყმა. წიგნი განხილულია როგორც ტფილისიდან თბილისი ანუ ადგილი სადაც ერთდროულად დაცლილიცაა და სავსეც, ისტორიით, მნიშვნელობით , სილამაზით და წარსულის აჩრდილით. წიგნში თავმოყრილია ქალაქის მრავალი წახნაგი...
130,00 
მარაგშია
+
000011606
შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კრებული მთელ მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ მხატვართა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტებისა და რჩეული ნამუშევრების შესახებ. კრებულში განხილულია ეპოქები და გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ დიდი ხელოვანები. მკითხველი გაეცნობა თითოეული მათგანის ცხოვრებას და დეტალებამდე ჩასწვდება მათ მიერ შექმნილი შედევრების ვიზუალურ და შინაარსობრივ სიღრმეებს.
130,00 
მარაგშია
+
000010951
ეს არის ბრწყინვალე ალბომი, რომელიც ქართული კინოს განვითარების ერთგვარი ისტორიაა, ეს არის ალბომი, რომელშიც გაერთიანებულია უნიკალური ფოტომასალა ქართული კინოს კულისებიდან, რომელთა უმრავლესობა დღეს პირველად ქვეყნდება, წიგნში შესულია: ფოტოისტორიები, კულისები, ზოგიერთი ფილმის პოსტერები და ქრონიკები ისეთი ცნობილი ფილმებიდან როგორებიცაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ცისფერი მთები", "დაკარგული სამოთხე" და ესკიზი, რომელიც დავით კაკაბაძის მიერაა შექმნილი, კადრები "შერეკილების" გადასაღები მოედნიდან, "ჯარისკაცის მამა", "ლონდრე" ვედრება" და სხვა.
99,95 
მარაგშია
+
000010988
თანამედროვე მოდის სამყარო _ დიზაინერები და ბენდები, რომლებმაც შექმნეეს თანამედდროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიუზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით _ ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.
50,00 ₾ 36,00  დანაზოგი: 14,00 ₾
მარაგშია
+
000006278
ლაშა ბაქრაძის ინგლისურენოვანი წიგნი ,,Goergia on Maps” პირველი მცდელობაა იმისა, რომ აჩვენოს, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოს რუკებზე კარტოგრაფიის განვითრების პარალელურად. საქართველოს რუკებზე ასახვა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდსა და სხვადასხვა კარტოგრაფიულ კულტურაში არასაკმარისადაა შესწავლილი....
55,90 
მარაგშია
+
11564
„მსოფლიოს საოცრებებში“ დასაბამიდან დღემდე ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილ უამრავ ქმნილებას იხილავთ დედამიწის ყოველი კუთხიდან. წიგნში გასაოცარ ფაქტებს ამოიკითხავთ როგორც საქვეყნოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ. ჩანჩქერებიდან უდაბნოებამდე, გრანდიოზული ხიდებიდან საოპერო თეატრებამდე, ბრწყინვალე სასახლეებიდან ეროვნულ პარკებამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენებიდან უმაღლეს მწვერვალებამდე – აქ ყველაფერს შეხვდებით და გაეცნობით. დიდი ბარიერული რიფი, ჩრდილოეთის ციალი, ნიაგარის ჩანჩქერი, სტოუნჰენჯი, კოლოსეუმი, შარტრის საკათედრო ტაძარი, ანგკორ ვატი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ბუნებისა და ადამიანის ნებით შექმნილ ამ და კიდევ უამრავ სხვა „საოცრებაზე“ ინფორმაცია, 200-მდე ფოტოსურათით, წიგნში კონტინენტების მიხედვითაა განლაგებული
50,00 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ბნელი რაინდის დაუვიწყარი ინტერპრეტაცია: საქ-მიანობის დაწყების ადრეული წლები, ერთდროულად დეტექტი-ვიც და ბოროტმოქმედიც. აღმოაჩინეთ სცენარისტების, მეტ რივ- ზის და პიტერ ქრეიგის, ნუარის სტილით გაჯერებული ხედვა სცე-ნარის ამ ექსკლუზიურ გამოცემაში... რომელშიც შესულია „უხილავი პატიმრის“ ამოჭრილი სცენაც!...
27,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
„ჯოკერი“ DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს...
27,95 
მარაგშია
+
000011325
წიგნი მკითხველს მუზეუმების დაარსების მეტად საინტერესო ისტორიებს უამბობს; დეტალურად არის აღწერილი მუზეუმების აღმოცენებისა და განვითარების ისტორია, რომელიც ევროპის სამეფო საგანძურის კოლექციებს, განმანათლებლობის ეპოქით შთაგონებულ რარიტეტთა განძთსაცავებს, XIX საუკუნეში შექმნილ საჯარო მუზეუმებსა და მსოფლიოს წამყვან არქიტექტორთა დაპროექტებულ შესანიშნავ ნაგებობებს ასახავს. 
100,00 
მარაგშია
+
მაჩვენე სხვა 6 პროდუქტი
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 19.95
  • 130
წიგნის ენა