მსოფლიო კლასიკა

“მსოფლიო კლასიკა” ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი მკითხველის სიყვარული და ერთგულება დაიმსახურა.

იტალო კალვინო კლასიკურად მიიჩნევდა წიგნებს, რომლებიც არასდროს ამოწურავენ სათქმელს.

სერიით ამჟამად გამოცემულია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კლასიკოსი ავტორების რჩეული ნაწარმოებები. მასში იხილავთ როგორ შუა საუკუნეებში შექმნილ, ისე გასული ორი საუკუნის გამორჩეულ ტექსტებს. თუმცა ამ წიგნების მთავარი ღირსება არა მათი ასაკი, არამედ უნარია, დღესაც მოახდინონ მკითხველზე გავლენა, შესთავაზონ მათ მოუშორებელი საფიქრალისა თუ გადაუჭრელი პრობლემის გასაღები და არც ერთ ეპოქაში არ დაკარგონ აქტუალურობა. სერიაში გამოიცა სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ავტორი : მურასაკი შიკიბუ, იოჰან ვოლფგანგ გოეთე,  ფიოდორ დოსტოევსკი,  უილიამ ფოლკნერი,  ჯეიმზ ჯოისი , ლუი-ფერდინანდ სელინი, ფრანც კაფკა და სხვა.

000008396
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და `მშვენიერი ადამიანის იდეაა ასახული....
14,90 
მარაგშია
+
000008397
დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) მრავალმხრივი შემოქმედება, დიდი ხანია, მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის” იდეაა...
15,90 
მარაგშია
+
000007335
XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა კაფკა მაქს ბროდს,...
15,90 
მარაგშია
+
000001228
„… ვიიონს ყველა დროში კითხულობდნენ, მაგრამ მისი სახელი დღეს კიდევ მეტი დიდებით არის მოსილი, ვიდრე ოდესმე… ეს პოეზია თამამად უძლებს ყოველგვარ შედარებას შემდგომ ეპოქებთან, იმასთან, რაც მომდევნო ოთხი საუკუნის დიდმა პოეტებმა შემოიტანეს ყველაზე ძალმოსილი თუ ყველაზე სრულყოფილი....
16,90 
მარაგშია
+
000001362
უდიდესი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ კატბერტ ფოლკნერი (1897-1962) დაიბადა ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა, სადაც უილიამმა მთელი ცხოვრება გაატარა. იგი სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მალე მიატოვა; შემდეგ მისისიპის...
17,90 
მარაგშია
+
000008959
ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი წერდა 50 წლის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ, როგორც რეალიზმის, შემდეგ კი, მოდერნიზმის მიმდევარი. მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა „მარწუხებში“...
18,90 
მარაგშია
+
000001311
ვირჯინია ვულფი (1882 –1941)  XX ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალი მოდერნისტი, ცნობილ ინტელექტუალთა, „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელი. ჯეიმს ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში. სწორედ ამ ინოვაციური ხერხის...
19,90 
მარაგშია
+
000007451
„ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა „სიკვდილი“…, მაგრამ მე არ მოვკვდი!“ – წერდა მიხაილ ბულგაკოვი – მწერალი-სატირიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, ექიმი… კიევში, რუსულ ოჯახში დაბადებულმა პროფესიად ექიმობა აირჩია და 1916 წელს, კიევის უნივერსიტეტის...
20,90 
მარაგშია
+
000007906
მთარგმნელი:  გიორგი ლობჟანიძე ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა’ ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273), რომელიც ასევე ცნობილია ზედწოდებით „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“) გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელი – დაიბადა...
20,90 
მარაგშია
+
000008257
პოემის “არსთა მესნევი” მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია. “არსთა მესნევის”...
20,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. „უპოვარნი“ დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული...
22,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო  ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“.
22,90 
მარაგშია
+
000008406
„წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული.მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად.გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი.და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები.სასაუბროდ იკრიბებოდნენ. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და...
24,90 
მარაგშია
+
000008715
„სიკვდილი კრედიტით“ – ამ რომანზე საუბარი შეიძლებოდა ასე დაგვეწყო: გულახდილობა – 100%, კაცთმოძულეობა – 100%. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, აშკარად დაავიწყდათ, რომ ასე თუ ისე ზომიერების დაცვა ურიგო არ იქნებოდა; უკეთესი მომავლის იმედით აქ არავინ ცხოვრობს, არც ადამიანის კეთილშობილი თვისებებისა სწამთ....
25,90 
მარაგშია
+
000007441
კაფკას მეგობარმა, მაქს ბროდმა მწერლის ანდერძი არ შეასრულა („უსაყვარლესო მაქს, ყველაფერი… დაწვი სრულად და წაუკითხავად“), ბევრი იღვაწა, რომ მისი დანატოვარი ყოველი სტრიქონი გამოექვეყნებინა და კაცობრიობას მარადიული საჩუქარი უძღვნა: სიცოცხლეში კაფკას მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა,...
25,90 
მარაგშია
+
000007958
რომანის მთავარი გმირი, როდიონ რასკოლნიკოვი, უნივერსიტეტიდან გარიცხული ხელმოკლე სტუდენტია, რომელიც პატარა ოთახში ეძლევა განსჯას სამართლიანობის შესახებ და გადაწყვეტს, შეგნებულად ჩაიდინოს დანაშაული – მოკლას ადამიანი, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ ამის უფლება აქვს....
25,90 
არ არის მარაგში
000001435
ჯეიმზ ჯოისი 1882 წელს დაიბადა ირლანდიაში. ცხოვრობდა პარიზში, ტრიესტში, ციურიხში. გარდაიცვალა ციურიხში, სადაც დაკრძალესკიდეც. წერდა ლექსებს, პოემებს, ესეებს, მოთხრობებს, პიესებს… XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ წიგნს, „ულისეს“, ავტორმა შვიდ წელზე მეტი მოანდომა და...
26,90 
მარაგშია
+
000010730
ადამიანთა მისწრაფება, ერთმანეთის ცხოვრებაში თუნდაც ძალადობრივად დაიმკვიდრონ ადგილი, თავად მიშკინსაც თავმბრუდამხვევ ქარტეხილებში შეითრევს. სიკვდილით დასჯის საშინელება, ქალის ვნებით შეპყრობა, პირადი სარგებლისათვის სხვების ბედისწერით მანიპულირება თუ მომაკვდინებელი სენი, რომელიც ღმერთის...
27,90 
მარაგშია
+
000007750
ნუ შეგაშინებთ წიგნის სიდიდე ან ის, რომ „ორი ქალაქის ამბავი“ სამი საუკუნის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რადგან, თქვენდა გასაოცრად, უამრავ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელობასთან. რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის...
29,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ანდრეი პლატონოვი (1899-1951) მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსია და მისი მოთხრობის სახელწოდების მიხედვით შეიძლება „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს...
29,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს, ანდრეი პლატონოვს (1899-1951) „მშვენიერი და ამასთანავე ულმობელი წუთისოფლის“ ჟამთააღმწერელიც შეიძლება ვუწოდოთ. 1929 წელს პლატონოვმა გამოაქვეყნა მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რომელიც სტალინმა მავნედ მიიჩნია. მწერალს თავს დაატყდა ბოლშევიკური კრიტიკის ქარცეცხლი...
29,90 
მარაგშია
+
000009841
რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა....
30,90 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თან დართული კომენტარები დაეხმარება.
33,90 
მარაგშია
+
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 14.9
  • 33.9