საჭადრაკო ლეგენდები და ხაფანგები

მოიგე 15 სვლაში - ჭადრაკი ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კაცობრიობას გამოუგონებია, თქვენ წინაშე ამ სამყაროს უმცირესი ნაწილის ამბებია. 

საჭადრაკო ლეგენდები და ხაფანგები“ ამ უძველესი თამაშის, ფილოსოფიის, თუ ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის დაიწერა. ავტორები მწერალი გურამ მეგრელიშვილი და მოჭადრაკე, ოსტატობის კანდიდატი, ლიცენზირებული მწვრთნელი თემურ დოდელია არიან. წიგნში მხატვრულადაა გაცოცხლებული ჭადრაკის სამყაროში ზეპირად თუ წერილობით მოარული ლეგენდები. ბევრი ამბავი სულაც ახალი ლეგენდაა, რომელიც თავის თავგადასავალს იმსახურებს, რადგან სრულებით შესაძლებელია მომხდარიყო კიდეც.

მიზანი, უპირველესად თამაშის მოყვარულთა და არამოყვარულთა შორის ჭადრაკის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა. 

საქართველოს ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ჭადრაკის რუკაზე, ამიტომ, ნიშანდობლივია, რომ ასეთი კონცეფციის წიგნი აქაც დაიბადა. 

მკითხველის წინაშე ორ ნაწილიანი ტექსტია: პირველი ჭადრაკის ისტორიაში არსებულ ლეგენდებს და მოთამაშეებს ეთმობა, მეორე ნაწილში ყველაზე გავრცელებული საჭადრაკო ხაფანგებია, რაც განსაკუთრებულ ინტერესს მოზარდებში და არაპროფესიონალ მოთამაშეებში აღძრავს, ის მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და სახალისო გასართობია. 

წიგნი განკუთვნილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის. 


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სარჩევი

  • გაფრინდაშვილი ფეხბურთის მოედანზე
  • ჭადრაკის პელე, თბილისიდან
  • უგვირგვინო დედოფალი და გაპარული ზღარბის ამბავი. 
  • როგორ გამოიგონეს დასაკეცი საჭადრაკო დაფა
  • დიდება დედოფალს
  • ავტომატონი, ანუ კაცი ყუთში
  • ორმაგი ქიში დათომას პეინის სიცოცხლე 
  • ნუ გააღვიძებ ჩაძინებულ მოწნააღმდეგეს 
  • რა ნახა ალიოხინმა სამოთხეში
  • ლასკერი და ჟურნალისტი
  • მუდმივი ქიში კოსმოსიდან
  • ჩემპიონებს სახეზე ვიცნობთ
  • ნამდვილი მოჭადრაკეები არ ჩეთერობენ
  • გამოიყვანე ფალავანი
  • ანდრია დადიანი, ჭადრაკის პრინცი
  • უშიშარი ნიმცოვიჩი
  • ბრმა თამაში
  • ფიშერის მთავარი წაგებული თამაში
  • ჭადრაკი - ნიჭი, თუ შრომისმოყვარეობა?
  • ქშიკ.. 
  • ორი მტკაველი პრობლემა
  • ჭადრაკი და ასტროლოგია
  • ვის აქვს უფლება იხუმროს დაფასთან
  • როგორ მოიგონეს საჭადრაკო საათი
  • სვლაში დამარცხებული ჩემპიონი
  • ჭადრაკი მეფეთა თამაში დრო ფარდობითია და ჩემპიონებიც
  • როქი გააკეთე, ნაპოლეონ
  • ვინ მოუგებს ღმერთს ჭადრაკს?
  • ჯაშუში სტეინიცი
  • მოჭადრაკეები დიდხანს ცოცხლობენ
  • კაპაბლანკას მახვილი თვალი
  • მთვრალი ჭადრაკი
  • ჭადრაკის ქართული საწყისები
  • ჩუმად, ვთამაშობთ
  •  საქართველო, ქალი მოჭადრაკეების მთავარი სამჭედლო
ჟანრი:
შემეცნებითი
ავტორი:
გურამ მეგრელიშვილი , თემურ დოდელია
ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
151
ზომა:
15 X 23
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941845468
000010767
20,00 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება