ენიდ ბლაიტონი - ცნობილი ხუთეული: ბოშათა ბანაკის საიდუმლო (წიგნი 13)

– სქელ ნისლში შეაბიჯეს და იქიდან აღარასდროს გამოსულან! შინაც აღარ დაბრუნებულან. არც აღარავის უნახავს, უბრალოდ გაქრნენ… – თქვა მოხუცმა ბენმა, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა.

არა, რა დროს საჯინიბოში მშვიდად დასვენება, ცხენებით ჯირითი და გართობაა, როცა ირგვლივ თურმე ათასი უცნაურობა ხდება?

თავგადასავლებს მონატრებულმა ენიმ, ჯულიენმა, ჯორჯმა და დიკმა გადაწყვიტეს, ტიმთან ერთად იდუმალი ჭანჭრობი აუცილებლად დალაშქრონ და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში დიდი ხნის წინათ. ვინ იცის, იქნებ ზღვიდან მოსული ჯადოსნური ნისლი რამე ახალსაც მალავს?! თუ ასეა, სწორედ შესანიშნავმა ხუთეულმა უნდა ახადოს ყველა საიდუმლოს ფარდა.

 

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სათავგადასავლო
მკითხველის ასაკი:
7 წლიდან
ავტორი:
ენიდ ბლაიტონი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ნიკა სამუშია
გვერდების რაოდენობა:
182
ზომა:
14 X 20.5
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
ცნობილი ხუთეული
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941309168
მოითხოვე კოდი
8,90 
მარაგშია
ქულები: 9 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება