იგავ-არაკები

ამ წიგნში შესულია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან საბა-ორბელიანის იგავ-არაკები ცნობილი კრებულიდან „სიბრძნე სიცრუისა“. მართალია, „სიბრძნე სიცრუის“ არაკები ერთ მთლიან მოთხრობაშია ჩართული, მაგრამ თითოეული მათგანი ამავე დროს დამოუკიდებელი, სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოებიცაა საკუთარი შინაარსითა და იდეური გააზრებით, რაც მათი შერჩევისა და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადამუშავების საშუალებას იძლევა.

სულხან-საბას თხრობის სტილი რომ არ დარღვეულიყო, კრებულში შეტანილ 59 იგავში მხოლოდ არქაული სიტყვებია შეცვლილი და გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, ხოლო ავტორისეული ლაკონურობა, ფრაზები და გამომსახველობითი საშუალებები უცვლელადაა შენარჩუნებული.

წიგნი გაფორმებულია ფერადი, ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას ერთიორად მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.

ISBN:
9789941235535
ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2016
ენა:
ქართული
სერია:
მოსწავლის ბიბლიოთეკა
ფორმატი:
14.50 X 21.50
გვერდების რაოდენობა:
144
ყდის ტიპი:
რბილი
000002196
7,90 
მარაგშია
ქულები: 8 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ