ჰერმან ჰესე - ზიდჰარტა

გერმანელ-შვეიცარიელ მწერალს, პოეტსა და მხატვარს, ჰერმან ჰესეს(1877-1962 წწ.), ნობელის პრემია მიენიჭა 1946 წელს.

„ზიდჰარტა“ ჰერმან ჰესეს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც 1919-1922 წლებში დაწერა. რომანში აღმოსავლური სულიერი სამყაროს სიყვარული და სიღრმისეული ცოდნა ჩანს. ავტორის მიზანია, მოძებნოს და მიაკვლიოს იმას, რაც ყველა რელიგიას ერთმანეთთან აერთიანებს.

„ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდესსიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელშიყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამმას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნისგადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელიაპირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრებისგზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებსთავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას.

სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.

ISBN:
9789941308406
ავტორი:
ჰერმან ჰესე
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
170
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
10,90 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ