ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები

წარმოდგენილი წიგნი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 95 წლისთავს. კრებულში შესულია მეცნიერებისა და საკონსტიტუციო კომისიისა და დამფუძნებელი კრების წევრების სამეცნიერო-ანალიტიკური ხასიათის ნაშრომები.

ამ სტატიების გამოცემა წინ უძღვოდა ქვეყნის ძირითადი კანონის მიღებას და მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ კონსტიტუციის მიღების დემოკრატიული პროცესის საერთო სურათის შესაფასებლად. ასევე, კრებულში შესულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული კონსტიტუციის ქართული (1921 წელი, ბათუმი), ფრანგული (1922 წელი, პარიზი) და ნიუ-იორკში გამოცემული ინგლისური ტექსტი (ჟურნალი – “The Voice of Free Georgia”, 1953 წელი, რედ. ა. ცომაია). კრებული განკუთვნილია მეცნიერ-იურისტებისა და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.


ქართული სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც ურთულესი გლობალური თუ ლოკალური, ძალზედ დინამიური და ზოგჯერ ტრაგიკულად განვითარებული გამოწვევების წინაშე ბევრჯერ მდგარა, ისტორიამ მრავალგზის გააფრთხილა და ბევრჯერ დასაჯა. ამ დროის განმავლობაში ქართული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ვექტორების, დინამიკის, მისი შინაარსობრივი სიღრმეების საუკეთესო სარკე ხელოვნურად არშობილი, მაგრამ გვიან და მაინც, მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში მოვლენილი და ახლადფეხადგმული კონსტიტუციონალიზმი აღმოჩნდა. რა პერსპექტივიდანაც არ უნდა განვიხილოთ ჩვენ ზოგადად და მათ შორის კონკრეტულად ქართული კონსტიტუციონალიზმი, როგორც თანამედროვე უმნიშვნელოვანესი სამართლებრივ-პოლიტიკური მოვლენა, მისი ახსნა სრულად მხოლოდ კონკრეტული კონსტიტუციით არის შესაძლებელი.
ამ თვალსაზრისით საქართველოს პირველი, 1921 წლის კონსტიტუცია შესაძლებელია გამოდგეს, როგორც კარგი კლასიკური მაგალითი. რა რთულიც იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრების დინამიკა, ასეთივე რთული აღმოჩნდა ამ კონსტიტუციის როგორც მიღების, ისე მისი შემუშავებისა და მოქმედების პერიპეტიები. ამდენად, იგი როგორც დამფუძნებლური და სოციალური თანხმობის დოკუმენტი
საუკეთესო სარკეა საქართველოს ახალი ისტორიის წიაღში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ცხოვრებისათვის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამ კონსტიტუციამ საოცარი როლი და ფუნქცია იკისრა არა მხოლოდ თეორიული კვლევების, მსჯელობისა და შეფასებების თვალსაზრისით, არამედ კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკაში მონაწილეობის კუთხითაც. იგი ერთგვარად ბუნებრივი მეკავშირის როლში აღმოჩნდა წარსულის და თანამედროვე კონსტიტუციონალიზმს შორის. ამის ნათელი ილუსტრაციაა საქართველოს უახლესი კონსტიტუციური განვითარება, რასაც ნებისმიერ ეტაპზე თან სდევდა 1921 წლის კონსტიტუციის პრინციპები, მოყოლებული 1992 წლის 21 თებერვლის სამხედრო საბჭოს მიერ აღდგენილი კონსტიტუციიდან, დასრულებული მოქმედი, 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე. წარსულსა და აწმყოს შორის ასეთი მეკავშირის როლი
იმ ღირებულებების კონსტიტუციურმა რეგლამენტაციამ განაპირობა, რომლითაც ეს კონსტიტუცია უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა როგორც იმ პერიოდის, ასევე, თანამედროვეობის მოღვაწეებისაგან. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მისაბაძი და დემოკრატიულობასთან თანმყოფია  კონსტიტუციის მისაღებად გამართული დისკუსიები, რომლებმად დიდი გავლენა იქონიეს მისი ნორმების საბოლოო რედაქციაზე. მიუხედავად კონსტიტუციის ოთხდღიანი იურიდიული ცხოვრებისა, მან იმ იდეათა გამო, რომლითაც ასე მოჭარბებულად იყო გაჟღენთილი მთელი კონსტიტუციის ტექსტი, დიდი რეზონანსი გამოიწვია საკონსტიტუციო სამართლის ლიტერატურაში. წინამდებარე კრებული, მასში შესული მასალებიდან გამომდინარე, მეტად საინტერესოა. კონსტიტუციის იდეასთან, სახელმწიფოს ორგანიზაციასთან და კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული ამ ძირითადი გამოცემების გაცნობა აუცილებელია, იმ მუხტის გასაგებად, რაც წინ უძღვოდა 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების პროცესსა და მიღებას. კრებულში შესულია საკონსტიტუციო კომისიისა და დამფუძნებელი კრების წევრების ნაშრომები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონსტიტუციის პროექტის შემუშავებასა და განხილვაში. დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სამართლებრივ შეხედულებებს, ვინაიდან საბოლოო ჯამში შესაფასებელია, რა გავლენა იქონია ყოველივე ამან კონსტიტუციის ნორმებზე. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ქართულ ენაზე იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა ჯერ კიდევ ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს არც თვისობრივი და არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის როგორც დარგის განვითარების, ისე სწავლა-სწავლების და საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ამდენად, ხაზგასასმელია თავად ბატონი ზვიად კორძაძისა და მისი გამომცემლობის როლი ზოგადად ამ წამოწყებაში. ორმაგად სასიამოვნოა ამ საქმის დასაწყისი ამ კონკრეტული გამოცემით, რადგან იგი თანაბრად პასუხობს როგორც საკითხის სამეცნიერო-პოპულარულ, ისე ემოციურ მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი კრებულის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისიცაა, რომ ნაშრომები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში ინახება, ხშირ შემთხვევაში დაზიანებული და ძნელად წაკითხვადი, ასევე, გაბნეული პერიოდული გამოცემების სხვადასხვა ნომრებში, რიგ ნაშრომებთან მიმართებით ორიგინალი გამოცემით სარგებლობაც კი გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რომლებსაც 1921 წლის კონსტიტუციისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკით დაინტერესებული ვერც ერთი მეცნიერ--მკვლევარი ვერ აუვლის გვერდს, ერთიან გამოცემაშია თავმოყრილი, პირვანდელისახით, თუ არ გავითვალისწინებთ მცირე ტექნიკურ შესწორებებს, და ეს მისასალმებელია. ღირებულებითი კუთხით, ასევე, მნიშვნელოვანია კონსტიტუციის ტექსტების ქართული, ფრანგული და ინგლისური ვარიანტების გამოცემა, რომლებიც XX საუკუნის 20-იან და 50-იან წლებში გამოქვეყნდა.


სამეცნიერო რედაქტორები:
ზვიად კორძაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, `კორძაძის საადვოკატო ბიუროს~ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე
თორნიკე ნემსწვერიძე
სამართლის ბაკალავრი (თსუ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულების მაგისტრანტი
სარედაქციო კოლეგია:
ზაზა რუხაძე
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, ვიცე-პრეზიდენტი
ნანა ჭიღლაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის მიმართულების პროფესორი, სამართლის დოქტორი
ქეთევან ერემაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ტექნიკური სარედაქციო ჯგუფი:
ნინო სანიკიძე, გიორგი კიპაროიძე, კახა წიქარიძე, თინათინ საღინაძე


ISBN:
9789941242151
გამომცემლობა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2016
ენა:
ქართული
ფორმატი:
24/18,50
გვერდების რაოდენობა:
431
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
27,00 
მარაგშია
ქულები: 27 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ