სამოქალაქო პროცესი

ავტორის შესახებ

სერგი ჯაფარიძე (1871-1937) – პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი. ემსხვერპლა 1937 წელს განხორციელებულ სტალინურ რეპრესიებს.

 

წიგნის ისტორია

სერგი ჯაფარიძის „სამოქალაქო პროცესი“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სტუდენტებისათვის 1926 წელს გამოიცა. ავტორის მიზანი პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა იყო, რომელშიც დეტალურად, კომპარატივისტული მეთოდის გამოყენებით იქნებოდა განხილული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითადი აქტუალური საკითხები.

პირველად სერგი ჯაფარიძის პუბლიკაციები 1930 წლის ოქტომბრის დისკუსიაზე გააკრიტიკეს. მართალია, გაკრიტიკებულ წიგნებს შორის „სამოქალაქო პროცესი“ არ მოხვდა, მაგრამ ამ წიგნს საუნივერსიტეტო სწავლებაში აღარ იყენებდნენ, ხოლო ავტორის რეპრესიის შემდეგ მისი პუბლიკაციები აკრძალულ იურიდიულ ლიტერატურად იქცა.


სამეცნიერო რედაქტორები:

ზვიად კორძაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კორძაძის საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი, ადვოკატი
თორნიკე ნემსწვერიძე
სამართლის მაგისტრი (თსუ), კორძაძის საადვოკატო ბიუროს იურისტი
სერიის სარედაქციო კოლეგია:
გიორგი დავითაშვილი
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის
პროფესორი
ნანა ჭიღლაძე
სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
მარინა გარიშვილი
სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული
პროფესორი
ქეთევან ერემაძე
სამართლის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის
სკოლის პროფესორი
გოჩა ფერაძე
სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული
პროფესორი
ნინო ბოგვერაძე
სამართლის დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი
ჯაფარიძე ს., სამოქალაქო პროცესი, აკრძალული იურიდიული ლიტერატურის სერია, წიგნი IV, ზ. კორძაძისა და თ. ნემსწვერიძის რედაქტორობით, თბილისი, 2020, 301 გვ.


აკრძალული იურიდიული ლიტერატურის სერიის მეოთხე წიგნი არის 1926 წელს, სერგი ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებული საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო - „სამოქალაქო პროცესი“. დოცენტ ჯაფარიძის დასახელებული წიგნი პირველი სახელმძღვანელოა,
რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიმართულებით. ნაშრომი ეფუძნება
კომპარატივისტულ მეთოდს, რითიც ავტორმა შეძლო სტუდენტებისა და პრაქტიკოსებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია არა მხოლოდ ადგილობრივი რეგულაციების, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის შესახებ და, ამასთანავე,
წიგნში მოცემულია შესაბამისი თეორიული ანალიზი. როგორც ჩანს ავტორი წიგნზე მუშაობისას აქტიურად იყენებდა არა მხოლოდ საკანონმდებლო მასალას, არამედ სამოქალაქო საპროცესო სამართლის სფეროში შექმნილ სამეცნიერო ლიტერატურას როგორც ფრანგულ, ასევე, რუსულ ენაზე (მათ შორის, რევოლუციამდელ რუსულ ლიტერატურას). აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულწილად წიგნში ვხვდებით კრიტიკულ მოსაზრებებსაც, სადაც ავტორი აკრიტიკებს საბჭოთა რეალობაში არსებულ ზოგიერთ რეგულაციას.
იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო პროცესის სახელმძღვანელო გამოქვეყნდა 1926 წელს, შესაბამისად, ტექსტში მოჭარბებულად იგრძნობა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ლექსიკა, სიტყვები, წინადადებების წყობა, რომელიც დღეს შესაძლოა
გრამატიკულად გამართულად არ მოგვეჩვენოს. ამიტომაც, საჭიროების შემთხვევაში, ტექსტის შინაარსის აღქმის გამარტივების მიზნით, გადავწყვიტეთ სპეციალურად დამაზუსტებელი სიტყვები ან ასოები ჩაგვემატებინა ოთხკუთხა კავებში ([...]), რითაც გარჩევადი
იქნება ტექსტის ავტორისეული ვერსია და სამეცნიერო რედაქტორის მიერ ტექსტის გაგების მიზნით გაკეთებული ჩანართები. ყოველივე ამის სასარგებლოდ ორი ძირითადი არგუმენტი არსებობს:  პირველი - როგორც პროფ. აკაკი ბაქრაძე აღნიშნავდა „წიგნს აუცილებლად უნდა ეტყობოდეს ეპოქის კვალი, სურნელება, ხასიათი...“, ამიტომაც ნაშრომი პირვანდელი სახით ქვეყნდება; მეორე - იქიდან
გამომდინარე, რომ უნივერსალური ტექსტოლოგიური პრინციპები არ არსებობს, მკვლევარები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ თანამედროვე ტექსტოლოგიური გამოცემები, როგორც წესი, ემყარება პრინციპს - „თითოეული შემთხვევა სპეციფიკურია“ ; შესაბამისად,
წინამდებარე კრებულის მომზადების დროს შევეცადეთ უპირატესობა მიგვენიჭებინა ტექსტის ავთენტურობისათვის, რაც გამოიხატება
1926 წლის გამოცემის სტილის მაქსიმალურად დაცვაში. თანამედროვე ტექსტოლოგიაში პუნქტუაციის შესწორებასთან
დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთნი მიუთითებენ, რომ ორთოგრაფიასა და პუნქტუაციას ტექსტის სემანტიკურ ელემენტებთან შედარებით, ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ცალსახად უნდა გასწორდეს, ხოლო მეორენი კი ამის წინააღმდეგი არიან და
აღნიშნავენ, რომ ავტორისეული მართლწერა ტექსტს სპეციფიკურ, ამ კონკრეტული ავტორისათვის დამახასიათებელ ელფერს სძენს2
ტექსტოლოგიური პრინციპების მიხედვით, ასევე, მიუთითებენ, რომ, „თუ პუნქტუაციას რაიმე სახის დამატებითი მხატვრული მნიშვნელობა აქვს, ვტოვებთ ხელუხლებლად, დანარჩენ შემთხვევაში კი ვასწორებთ“. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პუნქტუაცია მხატვრული მნიშვნელობით არ არის დეტერმინირებული, ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი გზა უკეთესია, ამიტომაც ის ჩასწორდა. კერძოდ,
ძირითადად, პუნქტუაციის ნიშნები ჩაემატა და, ამასთანავე, ავტორისეული გადაწყვეტაც დარჩა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტექსტის ავთენტურობის უზრუნველსაყოფად, ერთი მხრივ, დაცულია ავტორის სიცოცხლეში გამოცემული ნაშრომის სტილი1, და, მეორე მხრივ, გარჩევადია ტექსტში სამეცნიერო რედაქტორის მიერ შეტანილი ცვლილებები.
წინამდებარე წიგნს, დანართის სახით, ახლავს პერიოდიკაში გამოქვეყნებული რეცენზია2, რომლის ავტორი ინიციალით არის მოხსენიებული - მიხ. გ-ძე. სამწუხაროდ, რეცენზიის ავტორის სავარაუდო ვინაობა ჩვენთვის უცნობია. აკრძალული იურიდიული ლიტერატურის სერიის მეოთხე წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მათ საცავში დაცული მასალების მოწოდებისათვის. ასევე, აღნიშვნის ღირსი და
დასაფასებელია სარედაქციო კოლეგიისა და საგამომცემლო ჯგუფის მიერ გაწეული შრომა.


შინაარსი
წინასიტყვაობა..................................................................................13
შესავალი..........................................................................................15
ნაწილი პირველი. სამოქალაქო სასამართლოს წყობილება ........26
§1. საერთო სასამართლოები..........................................................26
§2. სასამართლო ერთპიროვანი და კოლეგიალური.....................28
§3. ინსტანციათა სისტემა..................................................................29
§4. საკასაციო ინსტანციის ორგანიზაცია..........................................33
§5. სასამართლოს პერსონალი.......................................................36
1. მოსამართლედ მოსაწვევი პირის თვისებები ..............................36
2. მოსამართლის თანამდებობაზე მოწვევის წესი...........................44
3. მოსამართლის მოღვაწეობის პირობები .....................................49
§6. ზედამხედველობა ......................................................................53
§7. მოსამართლის პასუხისმგებლობა .............................................55
§8. სასამართლოს შინა წყობილება................................................56
§9. ქვემდებარეობა ..........................................................................60
1. ფუნქციონალური კომპეტენცია....................................................60
2. ობიექტური კომპეტენცია ანუ გვარობითი ქვემდებარეობა.........61
3. სუბიექტიური კომპეტენცია ანუ ტერიტორიალური
ქვემდებარეობა ............................................................................... 64
4. ქვემდებარეობის წესების დარღვევის შედეგი .............................72
§10. მოსამართლის ჩამოცილება....................................................73
§11. განსაკუთრებული სასამართლოები ........................................77
§12. სასამართლოს დამხმარე პერსონალი....................................82
ნაწილი მეორე..................................................................................89
§13. პროცესის სუბიექტი ..................................................................89
1. თანამონაწილეობა პროცესში .....................................................90
2. მესამე პირის მონაწილეობა პროცესში .......................................93
ა) საქმეში მესამე პირის ჩარევა დამოუკიდებელი მხარის სახით ...93
ბ) საქმეში მესამე პირის ჩარევა დამხმარის სახით ..........................94
გ) საქმეში მესამე პირის ჩაბმა ..........................................................96
დ) საახელმწიფო დაწესებულების და საწარმოს ჩარევა...............96
3. საპროცესო უფლებაუნარიანობა.................................................97
4. საპროცესო მოქმედებისუნარიანობა ...........................................98
5. ძიების უფლება და პასუხისმგებლობა.......................................100
6. მონაცვლეობა ............................................................................102
7. წარმომადგენლობა სასამართლოში ........................................104
8. რწმუნებულება............................................................................107
ა) რწმუნებულების ფორმა .............................................................108
ბ) რწმუნებულების ფარგლები.......................................................109
გ) რწმუნებულების მოსპობა...........................................................109
§14. პროცესის ობიექტი .................................................................110
I. ძიების სხვადასხვა სახე ...............................................................112
II. ძიების ელემენტები....................................................................115
§15. წარმოების ძირითადი პრინციპები.........................................118
1. სადისპოზიციო პრინციპი............................................................118
2. შეჯიბრების პრინციპი..................................................................123
3. სიტყვიერი და წერილობითი წარმოების პრინციპი...................131
4. უშუალობის პრინციპი.................................................................134
5. საჯარო წარმოების პრინციპი.................................................... 137
6. მხარეთა თანასწორობა .............................................................139
§16. საპროცესო ვადები, სასამართლოს ხარჯები,
სასამართლოს მიმართვა.............................................................. 141
1. საპროცესო ვადები.....................................................................141
2. სასამართლოს ხარჯები .............................................................145
3. გადასახადებისაგან განთავისუფლება ......................................149
4. მხარისათვის ხარჯების ანაზღაურება.........................................151
5. სასამართლოს მიმართვა ..........................................................152
ნაწილი მესამე. პროცესის მსვლელობა........................................155
§17. ძიების აღძვრა ........................................................................155
§18. ძიების უზრუნველყოფა ..........................................................158
1. უზრუნველყოფის პირობები.......................................................158
2. უზრუნველყოფის წესი................................................................160
3. უზრუნველყოფის ფორმა...........................................................161
4. სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება ............................162
§19. სხდომის დანიშვნა..................................................................162
§20. მოპასუხის დაბარება, მისი გამოუცხადებლობა და ამის
შედეგი ........................................................................................... 164
§21. მოპასუხის დაცვა.....................................................................167
1. აცილება......................................................................................167
2. პასუხი არსებითად......................................................................169
3. შეგებებული ძიება.......................................................................170
§22. ოქმი ........................................................................................173
§23. წარმოების შეჩერება ..............................................................174
§24. დამამტკიცებელი საბუთები ....................................................175
I. რის[ი] დამტკიცება არ არის საჭირო..........................................177
II. დამტკიცების სიმძიმე .................................................................179
III. დამამტკიცებელი საბუთების წარდგენის დრო .......................184
IV. დამამტკიცებელი საბუთების სხვადასხვა სახე.........................185
1. მოწმის ჩვენება ...........................................................................186
ა) როდის მიიღება მოწმის ჩვენება ................................................187
ბ) მოწმის მიერ ჩვენების მიცემა არის საჯარო ბეგარა ..................188
გ) ვის არ შეუძლია მოწმედ იქნეს ..................................................188
დ) მოწმის დაბარება და დაკითხვა ................................................189
2. წერილობითი დამამტკიცებელი საბუთები ............................... 190
ა) წერილობითი საბუთების კლასიფიკაცია...................................191
ბ) წერილობითი საბუთების მოთხოვნა .........................................192
გ) წერილობითი საბუთის შემოწმება .............................................193
3. ექსპერტიზა.................................................................................196
4. ადგილობრივი დათვალიერება ................................................198
V. დამამტკიცებელი საბუთების უზრუნველყოფა ......................... 200
VI. დამამტკიცებელი საბუთების დაფასება ...................................202
§25. გადაწყვეტილების გამოტანა..................................................205
1. გადაწყვეტილების იურიდიული საფუძველი.............................205
2. ერთ საქმეზე ერთი გადაწყვეტილება ........................................209
3. გადაწყვეტილების შედგენისა და გამოცხადების წესი...............210
4. გადაწყვეტილების შეუცვლელობა ............................................213
5. დამატებითი გადაწყვეტილება...................................................213
6. გადაწყვეტილების განმარტება..................................................215
§26. გადაწყვეტილება და დადგენილება......................................216
§27. საქმის შერიგებით გათავება...................................................218
§28. გადაწყვეტილების გასაჩივრება .............................................220
1. საკასაციო ინსტანციის ფუნქციები ..............................................221
2. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ................................ 228
3. გასაჩივრების წესი ......................................................................231
4. საკასაციო ინსტანციაში საჩივრის განხილვის წესი....................234
5. გაუქმებული გადაწყვეტილების შედეგის გამოსწორება ...........235
§29. დადგენილების გასაჩივრება..................................................237
§30. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა .................................... 240
§31. გადაწყვეტილების გადასინჯვა ..............................................243
1. გადაწყვეტილების გადაშინჯვა ახალი გარემოების
აღმოჩენის გამო............................................................................ 243
2. გადაწყვეტილების გადაშინჯვა ზედამხედველობის წესით ...... 246
ნაწილი მეოთხე. სასამართლოს გადაწყვეტილების
ა[ღ]სრულება................................................................................. 249
§32. საერთო დებულებანი.............................................................249
1. ზოგიერთი გადაწყვეტილების ა[ღ]სრულების სიძნელე ...........250
2. საბჭოთა ერთი რესპუბლიკის სასამართლოს
გადაწყვეტილების ა[ღ]სრულება საბჭოთა მეორე
რესპუბლიკაში ............................................................................... 252
3. უცხო სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილების
ა[ღ]სრულება საბჭოთა ქვეყნებში................................................. 253
4. გადაწყვეტილების ა[ღ]სრულების ხანდაზმულობა.................. 253
5. ა[ღ]სრულების ფურცელი..........................................................254
6. ა[ღ]სრულების ორგანოები........................................................255
7. სასამართლოს დადგენილების სისრულეში მოყვანა ...............256
§33. წარმოება გადაწყვეტილების ა[ღ]სრულებისათვის ..............256
I. გადაწყვეტილების ა[ღ]სრულების სხვადასხვა სახე .................260
1. გადახდევინების მიქცევა ისეთ ქონებაზე, რომელიც
მოვალის მფლობელობაშია......................................................... 262
2. გადახდევინების მიქცევა მოვალის ისეთ ქონებაზე,
რომელიც მესამე პირის ხელშია................................................... 268
3. გადახდევინების მიქცევა მუშის ხელფასზე და მოსამსახურის
ჯამაგირზე ...................................................................................... 269
II. ფულის განაწილება გადამხდევ[ი]ნებელთა შორის ................270
III. სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედების
გასაჩივრება................................................................................... 273
ნაწილი მეხუთე. განსაკუთრებული წარმოების საქმეები..............275
§34. ზოგადი ცნობები.....................................................................275
§35. განსაკუთრებული წარმოების სხვადასხვა სახე .....................277
I. განკარგულება გარდაცვალებულის შემდეგ დარჩენილი
ქონების შესახებ............................................................................. 277
II. სამედიატორო სასამართლო ...................................................280
III. ვალდებულების საგნის სასამართლოში შეტანა
(დეპოზიტი).................................................................................... 284
IV. აქტების ძალით სასამართლო ბრძანების გაცემა .................. 285
V. რომელიმე პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება
და შემდეგ მისი გარდაცვალებულად გამოცხადება .................... 288
VI. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება................291
VII. დაკარგულ უსახელო დოკუმენტებზე დამყარებულ[ი]
უფლების აღდგენა ........................................................................ 292
VIII. რელიგიური რწმენის გამო სამხედრო სამსახურისაგან
განთავისუფლება .......................................................................... 294
IX. საჩივარი ნოტარიუსის მოქმედებაზე........................................296
დანართი
ბიბლიოგრაფია - სერგი ჯაფარიძე, სამოქალაქო პროცესი, გვ. 175,
იუსტიციის სახალხო კომისარიატის გამოცემა (ფასი 1 მ. 50 კ.)
[რეცენზია] ......................................................................................298

ISBN:
9789941822810
გამომცემლობა:
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2020
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
300
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
29,50 
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ