აქ, ამ სამყაროში - ინტერვიუები

წიგნში თავმოყრილი ინტერვიუები სხვადასხვა დროს იბეჭდება გაზეთ „24 საათსა“ და ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“.

 პირველი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან დღემდე თითქმის 20 წელია გასული და დღესაც ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორითაც პირველად გაცნობისას. კიდევ გავა 20 წელი და მათდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. მიზეზი მარტივია: ქართველი კომპოზიტორები, მწერლები, მსახიობები, პოეტები, მხატვრები, მთარგმნელები, დრამატურგები, რეჟისორები და ფოლკლორისტები უპრეცედენტო გულახდილობით ლაპარაკობენ თავიანთ ბავშვობაზე, სიყვარულზე, შემოქმედებით პრობლემებზე, კოლეგებზე...

 მაგრამ ეს წიგნი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც კულტურით და ხელოვნებით არის დაინტერესებული. ეს წიგნი ისტორიკოსებისა და სოციოლოგებისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან მისი გმირები ქმნიან ეპოქის უტყუარ, შეულამაზებელ სურათს.

 ამ წიგნით გაიგებთ, რას ფიქრობდა აკა მორჩილაძე, როცა ჯერ არ ჰქონდა დაწერილი „სანტა ესპერანსა“, „ძველი გულებისა და ხმლისა“, „Obole“ და სხვა; როგორ გაჩნდა გრაფი სეგედი ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაში; როგორ გახადა გია ყანჩელმა სიჩუმე ხელშესახები მუსიკალურ ნაწარმოებში.

 ეს გულახდილობა მთლიანად ქეთევან სადღობელაშვილის დამსახურებაა. ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რესპონდენტი დაიმეგობროს. ეს არ არის კითხვა-პასუხი, ეს ორი ადამიანის საუბარია მათთვის საინტერესო თემაზე და ისეა მოწოდებული, რომ ყველასთვის საინტერესო გახდეს. ამ მხრივ, ეს წიგნი აუცილებელი საკითხავია მომავალი ჟურნალისტებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ინტერვიუ იმ წინადადებების ერთობლიობა ჰგონია, რომლებიც კითხვის ნიშნით მთავრდება.

 და კიდევ ერთი რამ - დასავლეთში საკუთარი თავის პატივისმცემელი პერიოდული გამოცემა დროდადრო უშვებს საკუთარი ჟურნალის ან გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების თემატურ კრებულებს. მსგავსი გამოცდილებით საქართველო ვერ დაიკვეხნის. დღეს, სამწუხაროდ, აღარც „24 საათი“ არსებობს და აღარც „ცხელი შოკოლადი“.

 საბედნიეროდ კი, ეს წიგნი იარსებებს.

ბიძინა კვერნაძე
გურამ დოჩანაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი
ბესიკ ხარანაული 
ჭაბუა ამირეჯიბი
აკა მორჩილაძე
თამაზ ჩხენკელი
ზურაბ ნიჟარაძე
რეზო ჭეიშვილი
ლაშა თაბუკაშვილი
ჯაბა იოსელიანი
რობერტ სტურუა
ტარიელ ჭანტურია
ანზორ ერქომაიძე
ბიბსონ ხუნდაძე
რეზო ესაძე
გია ყანჩელი
ოთარ ჭილაძე
ლილი იოსებიძე
გოგი ალექცი-მესხიშვილი
თემურ ჩხეიძე
ელდარ შენგელაია

გამომცემლობა:
სეზანი
ავტორი:
ქეთევან (ქეთო) სადღობელაშვილი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
448
ზომა, მმ:
14 X 21
ISBN:
978-9941-8-3082-2

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008366
30,00 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება