საქართველოს ისტორიის ატლასი
წინამდებარე გამოცემა არ არის ჩვეულებრივი ისტორიული ატლასი, რომელშიც, როგორც წესი, ქვეყნის მხოლოდ ამა თუ იმ ეპოქის შესატყვისი პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი რუკებია თავმოყრილი, უკეთეს შემთხვევაში, მოკლე ისტორიული კომენტარებით.
„საქართველოს ისტორიის ატლასი“, ფაქტობრივად, დოკუმენტირებული პუბლიკაციაა: მას ახლავს „განმარტებითი ტექსტი“, რომელშიც, შეძლებისდაგვარად, ყველა ძირითად პირველწყაროზე მითითებით და რიგ შემთხვევაში სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, დასაბუთებულია, არსებითად, თითოეულ რუკაზე ასახული ქვეყნის პოლიტიკური სურათი.
„საქართველოს ისტორიის ატლასი“ შეიცავს 69 რუკას. მას ერთვის საძიებლებიც, რაც ძალიან აადვილებს ისტორიული პუნქტების მოძიებას სხვადასხვა პერიოდის რუკებზე.
გეტყვით რომ, ეს გამოცემა არ არის ჩვეულებრივი ისტორიული ატლასი, რომელშიც, როგორც წესი, ქვეყნის მხოლოდ ამა თუ იმ ეპოქის შესატყვისი პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი რუკებია თავმოყრილი, უკეთეს შემთხვევაში, მოკლე ისტორიული
კომენტარებით.
„საქართველოს ისტორიის ატლასი“, ფაქტობრივად, დოკუმენტირებული პუბლიკაციაა: მას ახლავს „განმარტებითი ტექსტი“, რომელშიც, შეძლებისდაგვარად, ყველა ძირითად პირველწყაროზე მითითებით და რიგ შემთხვევაში სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, დასაბუთებულია, არსებითად, თითოეულ რუკაზე ასახული ქვეყნის პოლიტიკური სურათი.
წიგნი, რომელშიც ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის XX საუკუნემდე საქართველოს სხვადასხვა ეპოქის შესატყვისი პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი 69 რუკაა თავმოყრილი. რუკებს ახლავს განმარტებითი ტექსტები და
საძიებლები. როგორც წიგნის შემდგენლები და ავტორები აცხადებენ, ეს არის ყველაზე სრულყოფილი ისტორიული ატლასი, რაც კი ამ დრომდე საქართველოში გამოცემულა და უწყვეტად გადმოსცემს საუკუნეების განმავლობაში როგორ იცვლებოდა ქვეყნის საზღვრები, როდის რამხელა იყო საქართველო, როგორ იცვლებოდა რუკაზე გავლენის სფეროები, როდის იყო ქვეყანა ერთიანი და როდის დანაწევრებული. საქართველოს ისტორიის ატლასის გამოცემას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. ატლასის მაკეტი ჯერ კიდევ 80-იან წლებში მომზადდა. ამ დრომდე არ არსებობდა სრულყოფილი ისტორიული ატლასი, ასე ერთად არასოდეს შეკრებილა საქართველოს პოლიტიკური ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ აკადემიური ცოდნა.
„საქართველოს ისტორიის ატლასი“ შეიცავს როგოც ავღნიშნე 69 რუკას. მას ერთვის საძიებლებიც, რაც ძალიან აადვილებს ისტორიული პუნქტების მოძიებას სხვადასხვა პერიოდის რუკებზე.
დიდი ფორმატის (A3) გამოცემა შესრულებულია უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე. აქვს მაგარი ყდა და სანიშნი.