ვაიოლეტ ოკლანდერი - ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ

მისი წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. ოკლანდერის წიგნი „ფანჯარა ჩვენი ბავშვებისკენ” ამ სფეროში კლასიკადაა მიჩნეული და მისი მრავალ ენაზე თარგმნა კიდევ უფრო აფართოებს გეშტალტთერაპიის მისაწვდომობას მსოფლიოში. სხვა უამრავ თარგმანთან ერთად, ეს წიგნი კლინიცისტებს თეორიული პერსპექტივითა და ტექნიკით უზრუნველყოფს კლინიკური პრაქტიკისთვის. მიზანი ერთია – მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ სულიერი კეთილდღეობა.
ფელისია კეროლი
ბავშვთა, მოზარდთა და ოჯახის ფსიქოლოგი,
ვესტ ქოუსტ ინსტიტუტის დირექტორი

 
 

იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრებს მიღმა გაგვახედებს. წლებია, არათუ ბავშვი, ახალგაზრდაც აღარ მეთქმის, მაგრამ კითხვისას, მეც მომინიდა ამ საოცარ მხატვრულ თამაშებში მონაწილეობა – ეს ავტორის სუპერპროფესიონალიზმის, გადმოცემის სტილისა და მიგნებების მრავალფეროვნების გამოა. დაკვრივება დაკვირვებას მოსდევს და ამ დაკვირვებით გაკვირვება გაკვირვებას – თითქოს ყველაფერი ახლოს იყო, აქვე, ხელისგაწვდენაზე. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომელსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია გაიაზრო ბავშვის სიმართლე. მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა – ამ თერაპიით – შესაძლებელი.
 ცალკე აღნიშვნის ღირსია მთარგმნელის უზარმაზარი შრომა და შესანიშნავი ქართული. ზუსტად შეამჩნევთ და ამოიცნობთ.
გიორგი კეკელიძე



 
 
ვაიოლეტ ოკლენდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა – საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა. ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვასა და ფანტაზიას, ემოციების ამოცნობასა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში. ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნი გახდება როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის.
მარინა კაჭარავა
ადიქციის კვლევისა და კონსულტირების
ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი


„თითებით ხატვასა და თიხას ერთნაირი შეხებითი და კინესთეტიკური თვისებები აქვს. თითებით ხატვა ერთ-ერთი ის აქტივობაა, რომელიც, სამწუხაროდ აკრძალულია სკოლამდელ ჯგუფებში. არადა, უამრავი საუცხოო თვისება აქვს. თითებით ხატვა დამამშვიდებელია, მდორედ მიმდინარეობს. მხატვარს შეუძლია, სასინჯი ნახაზი ან სურათი დახატოს, და თუ დასჭირდა, იოლად წაშალოს. მარცხს არასდროს განიცდის და ბევრი უნარ-ჩვევაც არ სჭირდება. შეუძლია, ამბავი მოჰყვეს ნახატზე, რომელსაც დასრულებულად მიიჩნევს, ან ილაპარაკოს იმაზე, თუ რას აგონებს სურათი. მე თვითონ თითებით ხატვისას პლაკატის დაფქვილ საღებავს ვიყენებ, რომელზეც სარეცხის სახამებელია მოფრქვეული. ოდესმე გიცდიათ თითებით ხატვა ვაზელინით, სახის კრემით ან შოკოლადის პუდინგით?


10 წლის ფილიპი ჩვენს შეხვედრებზე ხშირად ხატავდა თითებით, მოუსვენარი ბავშვი იყო, სკოლაში წყნარად ჯდომა უჭირდა. სხვა ბავშვებს ხშირად ურტყამდა, ყველას ეჩხუბებოდა, მოტორული კოორდინაცია უჭირდა. მაგრამ როცა თითებით ხატვაში ჩაეფლობოდა, მშვიდი და კმაყოფილი ჩანდა, ღრმად სუნთქავდა. თითების ხატვით ბევრი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ არც ერთი სურათი არ დაუსრულებია. თუმცა ჩემთან ალაპარაკდა თავის ცხოვრებაზე. იმაზე, თუ რა ცუდი გრძნობები ჰქონდა საკუთარი თავის მიმართ, და როგორ ბრაზობდა მშობლებსა და მასწავლებლებზე.

 
ბოლოს, ერთ დღეს, ფილიპმა დაასრულა თითებით დახატული სურათი. თითქოს მზად იყო საამისოდ – საკმაოდ მოძლიერდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა. სურათზე კლოუნის სახე იყო. კლოუნის ამბის მოყოლა ვთხოვე. „ჩემი კლოუნი ხალხს აცინებს. ყველას სასაცილო ჰგონია. მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ნაღვლიანი კლოუნია. ადამიანების გასაცინებლად სახე უნდა მოიხატოს და სასაცილოდ ჩაიცვას, თორემ თუ გამოაჩინა, სინამდვილეში როგორია, ყველას ძალიან შეეცოდება და ყველა იტირებს“. ფილიპმა პირველად შესძლო, ეთქვა, თუ რა სასოწარკვეთილია.“




ვაიოლეტ ოკლანდერი წიგნის – „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ქართული თარგმანით ხელში.


„ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სპეც­პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა პრაქ­ტი­კო­სი ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის­თ­ვის.
„ნაშ­რო­მი პა­სუხს სცემს უამ­რავ სა­ჭირ­ბო­რო­ტო კითხ­ვას: რო­გორ გა­ვუ­გოთ და მო­ვექ­ცეთ ბავ­შ­ვებს; რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ბავ­შ­ვ­მა დაძ­ლი­ოს პრობ­ლე­მე­ბი და სა­კუ­თა­რი თა­ვის უკე­თე­სი ვერ­სია შექ­მ­ნას; რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს წარ­მო­სახ­ვას და ფან­ტა­ზი­ას, ემო­ცი­ებ­სა და სა­ხელ­დე­ბას; აღ­ქ­მის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თა­მაშს, პრობ­ლე­მე­ბის ვერ­ბა­ლი­ზა­ცი­ა­სა და თვი­თო­ბის გა­აზ­რე­ბას ბავ­შ­ვებ­ში.“ – წერს ადიქ­ცი­ის კვლე­ვი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა. და რაც მთა­ვა­რია, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მია, რაც კი ამ დარ­გ­ში და­წე­რი­ლა – სა­ო­ცა­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით არის გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი წიგ­ნ­ში ყო­ვე­ლი სიტყ­ვა.


„ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ , მი­სი თარ­გ­მ­ნის იდე­აც მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რაც ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დერს პი­რის­პირ შევ­ხ­ვ­დი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ტრე­ნინ­გზე. მი­სი გაც­ნო­ბით არა მხო­ლოდ მივ­ხ­ვ­დი, არა­მედ გა­ვი­აზ­რე და გან­ვი­ცა­დე, რას ნიშ­ნავს იყო თე­რა­პევ­ტი, რა ძა­ლა აქვს თე­რა­პი­ას, მივ­ხ­ვ­დი იმა­საც, რომ სწორ გზა­ზე ვარ. მას­თან შეხ­ვედ­რა ყვე­ლა­ზე კარ­გი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის თე­რა­პევ­ტო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე, რთუ­ლად აღ­საზ­რ­დელ ბავ­შ­ვებ­თან. ამ პე­რი­ოდ­ში შვი­ლი და­ე­ღუ­პა. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ესე­ლე­ნის ინ­ს­ტი­ტუტ­ში წა­ვი­და და იქ გა­ეც­ნო გეშ­ტალტს — იქ იპო­ვა შვე­ბა და ძა­ლა, დაბ­რუ­ნე­ბო­და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს. მა­ლე­ვე სწავ­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ის გეშ­ტალ­ტის ინ­ს­ტი­ტუტ­ში და­იწყო და გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტი გახ­და. ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, ამ პრო­ცეს­ში და­ნა­ხულ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა ოკ­ლან­დერს ბუ­ნებ­რი­ვად გა­უ­ჩი­ნა იდეა, გეშ­ტალტ თე­რა­პია გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და მო­ერ­გო ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას.

ინტერვიუ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლთან

ISBN:
978-9941-494-02-4
ავტორი:
ვაიოლეტ ოკლანდერი
გამომცემლობა:
არტანუჯი
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
მარიამ და ნინო ქაჯაიებმა
ფორმატი:
16x24
გვერდების რაოდენობა:
392
ყდის ტიპი:
მაგარი


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008623
40,00 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ