ენციკლოპედიები

საუკეთესო ენციკლოპედიები საუკეთესო ფასად. უდიდესი არჩევანი და წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

000006407
ასაკი:  6+ აქტივობები: 200 სტიკერი ამ წიგნში მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშაა თავმოყრილი. წაიკითხე საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის დროშის წარმოშობისა და სიმბოლიკის შესახებ, გააფერადე ისინი, მოძებნე და ჩააკარი შესაბამისი სტიკერები და ისწავლე ხალისით.
12,90 
მარაგშია
+
24,95 
მარაგშია
+
000011257
ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი წარსულში, მეომრების, ხომალდებისა და ლეგენდების მიწაზე გადაგიყვანს და საარაკო საგანძურითა და გმირთა საგებით, ურჩხულებითა და ეპიკური მოგზაურობებით გაგაოცებს. ძვირფასი ხმლიდან და მეომრის მუზარადიდან დაწყებული, მოელვარე ბროშით, ტყავის ჩექმითა და ბავშვის სათამაშო ცხენით...
24,95 
მარაგშია
+
000011256
ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი ფარაონების ძველ სამყაროში გადაგიყვანს, სადაც ათასობით წლის განმავლობაში ზღაპრული საგანძური იყო დამარხული. ტუტანხამონის ბრწყინვალე ნიღბითა და ნეფერტიტის დახვეწილი ქანდაკებით დაწყებული, ძვირფასეულობით, ულამაზესი ნახატებით, სამაგიდო თამაშებითა და მუმიფიცირებული კატით...
24,95 
მარაგშია
+
მოითხოვე კოდი
ეს შესანიშნავად დასურათებული, მნიშვნელოვანი ფაქტებითა და ინფორმაციით სავსე წიგნი გაგაცნობთ პლანეტებთან დაკავშირებულ საოცარ ამბებს. ეს საოცარი წიგნი თქვენთვისაა- გიპასუხებთ 500 კითხვაზე და ბევრს გასწავლით!
25,00 
მარაგშია
+
000010074
ენციკლოპედია მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას სამყაროს, ჩვენი პლანეტისა და მისი მოსახლეობის შესახებ.  დაიწყეთ მოგზაურობა კოსმოსში, შემდეგ შეისწავლეთ ბუნება, მცენარეები, ცხოველები და დედამიწის მოსახლეობა. გაეცანით განსხვავებულ კულტურებსა და ადგილებს, ისწავლეთ კაცობრიობის უდიდეს...
39,00 ₾ 32,00  დანაზოგი: 7,00 ₾
მარაგშია
+
000009590
სიბრძნის ენციკლოპედიაში თავმოყრილია მსოფლიო მნიშვნელობის მოაზროვნეთა გამონათქვამები, აზრები, რომელთაგან ნებისმიერმა შეიძლება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. წიგნში ის უდიდესი სიბრძნეა თავმოყრილი, რომელიც სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა თუ ასაკის ადამიანებს აერთიანებს.
40,00 ₾ 35,00  დანაზოგი: 5,00 ₾
მარაგშია
+
11564
„მსოფლიოს საოცრებებში“ დასაბამიდან დღემდე ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილ უამრავ ქმნილებას იხილავთ დედამიწის ყოველი კუთხიდან. წიგნში გასაოცარ ფაქტებს ამოიკითხავთ როგორც საქვეყნოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ. ჩანჩქერებიდან უდაბნოებამდე, გრანდიოზული ხიდებიდან საოპერო თეატრებამდე, ბრწყინვალე სასახლეებიდან ეროვნულ პარკებამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენებიდან უმაღლეს მწვერვალებამდე – აქ ყველაფერს შეხვდებით და გაეცნობით. დიდი ბარიერული რიფი, ჩრდილოეთის ციალი, ნიაგარის ჩანჩქერი, სტოუნჰენჯი, კოლოსეუმი, შარტრის საკათედრო ტაძარი, ანგკორ ვატი, ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ბუნებისა და ადამიანის ნებით შექმნილ ამ და კიდევ უამრავ სხვა „საოცრებაზე“ ინფორმაცია, 200-მდე ფოტოსურათით, წიგნში კონტინენტების მიხედვითაა განლაგებული
50,00 
მარაგშია
+
000004724
ეს არის ადამიანის ანატომიის უახლესი სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრობითა და ზედმიწევნით არის განხილული ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქციები. წიგნში უხვადაა შესანიშნავი, ზუსტი ილუსტრაციები, შთამბეჭდავი ფოტოსურათები, ინფორმაციული დიაგრამები და უახლესია ანატომიური ფაქტები. თითოეული...
64,95 
არ არის მარაგში
11539
ეს არაჩვეულებრივი ენციკლოპედია ყველა ასაკის ცნობისმოყვარე მკითხველისთვისაა. ის გაგაცნობთ, თუ როგორ არის აგებული და როგორ მუშაობს ნერვული უჯრედები, მაცივრები, ატომური ელექტროსადგურები, ტროპიკული ტყეები, შავი ხვრელები და უბრალოდ ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება. შემეცნებითი მოგზაურობა ჯერ საკუთარი სხეულის აგებულების შესწავლით დაიწყეთ, შემდეგ თქვენს ქალაქში, ბუნებასა და კოსმოსში გადაინაცვლეთ და ნელ-ნელა გაარკვიეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. 
80,00 
მარაგშია
+
000004936
“მერკის სამედიცინო სახელმძღვანელოები” მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ლიტერატურას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მასზე საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც მისი სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის ქართული ვარიანტის შექმნაზე პროფესიონალი...
130,00 
მარაგშია
+
000002933
ამოიცანით, შეარჩიეთ, შეინახეთ, დააგემოვნეთ მსოფლიოს ღვინოები როდესაც ღვინო გატაცება ხდება, ის სამოგზაუროდ გეპატიჟებათ, მისი დაგემოვნება ხომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი?! თუმცა გამორჩეული ღვინის მოძიება არც ისე ადვილი საქმეა. ეს წიგნი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ღვინოებს, გახდეთ ღვინის კომპეტენტური მოყვარული და მისი დახასიათებისას არ დაგაბნიოთ ისეთმა ტერმინებმა, როგორიცაა კამკამა, კრამიტისფერი, სხეულიანი, აბრეშუმივით რბილი...აღმოაჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვენახები და ღვინოები:განსხვავებული ჯიშები ტერუარები და მათი თავისებურებები ღვინის დაყენების ეტაპები და დავარგების ტექნიკა.. 
130,00 
მარაგშია
+
პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 12.9
  • 130