წმიდა იოანე ოქროპირი - კლიტე (V წიგნი)

დანაზოგი 11%

X-XI საუკუნეში წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა ქართულ ენაზე თარგმნა წმიდა იოანე ოქროპირის ტექსტები, მათ შორის „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ”. ამ ტექსტებიდან XVIII საუკუნის მიწურულს წმიდა გაბრიელ მცირემ გამოკრიბა ოცდაათი სწავლა, ერთ წიგნად შეკრა და მას „კლიტე“ უწოდა.
წინამდებარე კრებული გახლავთ V ტომი გამოცემათა სერიისა: „ქართული სასულიერო მწერლობა“. იგი გთავაზობთ „კლიტის“ მეცნიერულად დადგენილ ტექსტს, რომელშიც გახსნილია ქარაგმები, გამართულია პუნქტუაცია; სქოლიოებში წარმოდგენილია ხელნაწერთა შორის არსებული განსხვავებები; განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები. თუ სქოლიოში განმარტების ავტორი არ არის მითითებული, იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვნის.
ტექსტში ბიბლიიდან დამოწმებული ციტატები შედარებულია წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციასთან. იმ შემთხვევაში თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად - კვადრატული.
გამოცემას დართული აქვს: „იდენტურ თხრობათა შედარებითი ცხრილი“, „პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი“; ასევე - მცირე მეცნიერული გზამკვლევი, რომელიც მკითხველს ცნობებს აწვდის ტექსტთა ავტორების, თხრობათა წარმომავლობისა და არსებული ხელნაწერების შესახებ.

ISBN:
9789941958441
გამომცემლობა:
მთაწმინდა
გამოცემის წელი:
2019
ენა:
ქართული
ფორმატი:
17X23
გვერდების რაოდენობა:
172
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
18,00 ₾
16,00 
დანაზოგი: 2,00 ₾
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ