წმიდა ბასილი დიდი - სუფევა (VIII ტომი)

დანაზოგი 11%

კრებული „სუფევა“ წმიდა ბასილი დიდის (IV ს.) თორმეტ სწავლას მოიცავს. ბასილი დიდის ნაშრომები ქართულ ენაზე წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა (X-XI ს) თარ­გმნა, ხოლო მოგვიანებით – წმიდა ეფრემ მცირემ (XI ს). წმიდა გაბრიელ მცირემ ( XVIII ს.) მათგან თორმეტი სწავლა გამოარჩია, მათ დაურთო: „ეპისტოლე ვასილის მიერ მიწერილი გრიგორის მიმართ“, ასევე, წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის (IV ს.) „ეპიტაჶია გრიგორის მიერ წარწერილი ვასილის საფლავსა ზედა“ და ერთ წიგნად შეკრა. ამდენად, კრებული „სუფევა“ სხვადასხვა დროს მოღვაწე ხუთი წმიდა მამის შრომის შედეგია. სწორედ ამ კრებულს გთავაზობთ გამოცემათა სერიის: „ქართული სასულიერო მწერლობა“ VIII ტომით. ამ გამოცემაში შემავალი ტექსტი დადგენილია მეცნიერულ-ტექსტოლოგიური კვლევებისა და ხელნაწერთა ურთიერთშედარების საფუძველზე. მასში გამართულია პუნქტუაცია, გახსნილია ქარაგმები; სქოლიოებში განმარტებულია დღევანდელი მკითხველისათვის ძნელად გასაგები სიტყვები (თუ განმარტების ავტორი არ არის მითითებული, ასეთ შემთხვევაში იგი რედაქტორ-ტექსტოლოგს ეკუთვნის); წარმოდგენილია ხელნაწერთა შორის არსებული განსხვავებები. ბიბლიიდან მოყვანილი ციტატები შედარებულია წმიდა წერილის გიორგი მთაწმიდლისეულ რედაქციას. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილებია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად – კვადრატული. გამოცემას დართული აქვს პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები, ასევე – მცირე მეცნიერული გზამკვლევი ტექსტთა ავტორების, თხრობათა წარმომავლობისა და არსებული ხელნაწერების შესახებ.

ISBN:
9789941958472
გამომცემლობა:
მთაწმინდა
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ფორმატი:
17X23
გვერდების რაოდენობა:
172
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
18,00 ₾
16,00 
დანაზოგი: 2,00 ₾
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ