ლეონიძე და ჩოხელი

დანაზოგი 7%

წიგნი გაფორმებულია თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკას) ნახატებით
როდესაც მრავალი თაობა ერთნაირი სიყვარულით კითხულობს რომელიმე წიგნს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის ნამდვილი შედევრია. ამიტომ, როგორი სიმკაცრითაც არ უნდა შევარჩიოთ ყველა დროის საუკეთესო ქართული პროზაული ტექსტები, ამ სიაში აუცილებლად დაიკავებს ადგილს გიორგი ლეონიძის შეუდარებელი რომანი: "ნატვრის ხე".
მეცნიერებს შეუძლიათ შექმნან ყველაზე თანამედროვე და პროგრესული ტექნოლოგიები, მაგრამ კაცობრიობის მთავარი სატკივარი მაინც უცვლელი დარჩება: ადამიანების ყოველთვის შეაწუხებთ ფიქრი იმაზე, თუ რა არის ბედნიერება, სამართლიანობა, სიყვარული, ჭეშმარიტება, "ან საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის, სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება"?
დიადი წიგნები იმითაც განსხვავდებიან სამეცნიერო მიღწევებისგან ან ყოველწლიური ბესტსელერებისგან, რომ ისინი უნივერსალურები არიან, მარადიულ პრობლემებს ეხებიან, მათ განსაზღვრას ცდილობენ, სხვადასხვა ინტერპრეტაციებს ბადებენ. ამ წიგნში ორი შემოქმედი გიორგი ლეონიძე და თენგიზ მირზაშვილი - განსხვავებული გამომსახველობითი საშუალებებით გვესაუბრება მარადიულ და უცვლელ პრობლემებზე; ორივე დიადია, ძალიან ქართული, მაგრამ ამავე დროს ზოგადსაკაცობრიო.

გოდერძი ჩოხელი - ორი რომანი
"წითელი მგელი" - "სულეთის კიდობანი"

გოდერძი ჩოხელის რომან "წითელ მგელში" წარმოჩენილია ადამიანური ყოფის უნივერსალური კანონზმოიერებანი, ეგზისტენციალური საკითხები: სიკვდილისა და სიცოცხლის არსი, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვისლის, ცოდვისა და მადლის ჭიდილი. მწერალი მითის, ლეგენდისა და ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროებს ოსტატური მოხმობით ხატავს, როგორ ებრძვის ადამიანის გულში ანგელოზური და დემონური ერთმანეთს, როგორ გარდაისახებიან ადამიანები მგლებად - ბოროტ არსებებად, რომლებიც საზოგადოებასა და ეპოქას ასვამენ დაღს.


გოდერძი ჩოხელი რომან "სულეთის კიდობანში" წარმოაჩენს, როგორ უნდა გადარჩეს ეროვნული ფასეულობები, ყოველივე ის, რაც ქართველ კაცს შეუქმნია და თავისი წვილილი შეუტანია საკაცობრიო სულიერების საგანძურში. მისი საფიქრალია, როგორ უნდა იხსნას ადამიანმა სული თანამედროვე სამყაროში, რომელიც ასპარეზია ღვთაებრივ და დემონურ ძალის ჭიდილისა. ამ მარადიულ ბრძოლაში წარმოჩნდებიან ბიბლიური ნოეს მსგავსი მართალი ადამიანები, ღვთის შეწევნით რომ გადარჩენენ ღვთის სიტყვას.

გამომცემლობა:
ბაკმი
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
54,00 ₾
50,00 
დანაზოგი: 4,00 ₾
არ არის მარაგში
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება