დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური - შერმან ალექსი

ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

 

რომანის მთავარი გმირი – არნოლდი არსებულ რეალობას უმხედრდება და ორ სამყაროს შორის აღმოჩნდება მომწყვდეული. ბიჭს ორივე სამყარო უარყოფს. დღისით სკოლაში დადის, სადაც „თეთრები“ მას უყურებენ, როგორც რაღაც უცნაურ არსებას, საღამოს კი შინ ბრუნდება, რეზერვაციაში, სადაც ეზიზღებათ, იმის გამო, რომ „თავის ფესვებს უღალატა“. წარმოშობით ინდიელი, თანამედროვე ამერიკელი მწერალი შერმან ალექსი 14 წლის ბიჭის ენით გვიყვება ყველაფერზე – შიმშილზე, ალკოჰოლიზმზე, რასიზმისა და ცრურწმენების ბარიერებზე, ბულინგზე, სიკვდილზე, მასტურბაციაზე; არნოლდი ოცნებობს მხატვარი გახდეს და წიგნის მეოთხედ ნაწილს შეადგენს მისი სკეტჩები თუ კომიქსები, რომლებიც რომანის განუყოფელ ნაწილსწარმოადგენს. სასაცილო, ზოგჯერ ღვარძლიანი ნახატები, შესანიშნავად გვიჩვენებენ არნოლდის ემოციებს, მის ხასიათს და ტკივილებს. თქვენ წინაშეა წიგნი მოზარდზე, რომელსაც ყოველდღე უხდება ბრძოლა საკუთარ პრობლემებთან და კიდევ უფრო მეტად საზოგადოებასთან...

გამომცემლობა:
ინტელექტი
ავტორი:
შერმან ალექსი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გამოცემის წელი:
2019
გვერდების რაოდენობა:
272
ზომა, მმ:
14 X 21
ISBN:
9789941310645

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
20,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
მსგავსი წიგნები