დაკარგული სიტყვების ლექსიკონი - დიანა ანფიმიადი

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.
 
გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნარს, სუპერძალას? იქნებ, ჯერ არ იცი, რომ სიტყვების გადარჩენა შეგიძლია? იქნებ არ იცი, რომ შეგიძლია, მისთვის, ვინც ვერ ხედავს, სამყარო სიტყვებით გააცოცხლო?
 
მკვდარი ენის დროებით გაცოცხლებაც შეგიძლია, თუ შეისწავლი და მასზე ლაპარაკს შეძლებ. კიდევ, შეგიძლია პარმაღზე თამაშისას ფანტაზია მოიხმო და ისე, რომ სახლის დატოვება არ მოგიწიოს, დაუვიწყარ თავგადასავალში გაემგზავრო. თუ შენ გარშემოც აირევა ხოლმე რაღაცები, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირის, გიოს გარშემო, მისი ამბავი წაიკითხე, გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარება და მიგახვედრებს, რომ, მართალია, ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ სამყაროს შეუძლია მათი ენით გველაპარაკოს, მთავარია, მოვუსმინოთ და მერე ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ენა, სიტყვა და ადამიანი გადავარჩინოთ დავიწყებასა და დაკარგვას.
 
მხატვარი: სოფო კირთაძე
კონცეფცია: გიორგი ბარბაქაძე

ISBN:
978-9941-494-25-3
ავტორი:
დიანა ანფიმიადი
გამომცემლობა:
არტანუჯი
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
140
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
15,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ