ლაშა ბუღაძე - საქართველოს სახელით

ლაშა ბუღაძე - საქართველოს სახელით


ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი, რომელიც ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც, გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა. 

ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის „ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე; რის შეეშინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა; რა ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ; რის გამო შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ.  

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
14+
ჟანრი:
დოკუმენტური პროზა
ავტორი:
ლაშა ბუღაძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
492
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941371998
000010950
18,90 
მარაგშია
ქულები: 19 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება