ბესო ხვედელიძე - 15 საუკეთესო

21-ე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, „სულაკაურის გამომცემლობა“ ყოველ წელიწადს გამოსცემდა პოპულარულ სერიას „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ – მკითხველს ერთ წიგნად სთავაზობდა ლიტერატურულ პერიოდიკაში 15 ქართველი ავტორის მიერ გამოქვეყნებულ წლის საუკეთესო მოთხრობებს. ბესო ხვედელიძე ყველაზე ხშირად ხვდებოდა ამ სერიაში.  

ამჯერად „სულაკაურის გამომცემლობა“ წარმოგიდგენთ სერიის დასკვნით კრებულს, რომელშიც მწერლის 15 გამორჩეული მოთხრობა შევიდა. 

ბესო ხვედელიძე – პროზაიკოსი, დრამატურგი, კინოსცენარისტი, ჟურნალისტი, მოგზაური, არაერთი ეროვნული და უცხოური ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს თხუთმეტ ენაზე. არის რამდენიმე ლიტერატურული პროექტის ავტორი. წლების მანძილზე რედაქტორობდა გამოცემებს „სუფთა წერა“, „ახალი თარგმანები“, „ლიტერატურული პალიტრა“.   

უკანასკნელი ათი წელია, რაც ბესო ხვედელიძის ცხოვრება აღმოსავლეთ აზიას დაუკავშირდა – დროის უმეტეს ნაწილს ის ნეპალში ატარებს.



გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
მოთხრობა
ავტორი:
ბესო ხვედელიძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
242
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2024
ISBN:
9789941307485
მოითხოვე კოდი
15,00 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება