სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი




ვაკანსია განსაკუთრებული, გამორჩეული და საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვისაა. ვისი მიზანიც არის კარიერული, პიროვნული წარმატება, ფინანსური დამოუკიდებლობა, უყვარს ლიტერატურა, არ უშინდება სიახლეებს.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საკუთარი მიზნების განხორციელებაში, მოგისმინოთ, გავიზიაროთ თქვენი რჩევები , გავცვალოთ შთაბეჭდილებები. შევქმნათ, უფრო საინტერესო, ღირებული, უკეთესი მსოფლიო. გაგიწიოთ ღირსეული მეგობრობა. ურთიერთპატივისცემა კი იყოს ორმხრივი და ხანგრძლივი.

 სამუშაო პირობები:

მორგებული სამუშაო გრაფიკი,  არასრული, მონაცვლეობითი . ორშაბათი - პარასკევი,  კვირაში 5  დღე, დღეში 6 საათი მინუს 1 საათი შესვენება ( 25  სამუშაო საათი კვირაში) 3 დღე დილით 3 დღე საღამოს, 1 ორშაბათი -ოთხშაბათი-პარასკევი დილით, სამშაბათი-ხუთშაბათი- საღამოს ან 2 ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი საღამოს, სამშაბათი-ხუთშაბათი- დილით სამუშაო საათები: დილის ცვლა 10:00 – 16:00 საღამოს ცვლა 16:00 – 22:00

 ანაზღაურების პირობა:

შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და საბონუსე სქემისაგან 500-ლარიდან 1500 -ლარამდე (ფიქსირებული+ბონუსი)

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ზ.ფალიაშვილის #86

  ბენეფიტები:

  • XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის და უნარების დაუფლება
  • კარიერის მარტივად დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • ფინანსური   დამოუკიდებელობის შესაძლებლობა
  • საზოგადოებისთვის   სასარგებლო საქმის კეთება
  • მუდმივი შიდა ტრენინგები
  • სამოტივაციო აქტივობები (Team Buildings)

 აუცილებელი მოთხოვნები: 

  • გიყვარდეთ კომუნიკაცია
  • გიყვარდეთ ადამიანები
  • გიყვარდეთ ლიტერატურა
  • იყოთ  მიზანდასახული
  • იყოთ  შრომისმოყვარე
  • გქონდეთ გამართული მეტყველების უნარი
  • იყოთ აქტიური და პოზიტიური
  • თავდაჯერებული
  • დისციპლინირებული

 სამუშაოს აღწერა:

  • კომპანიის მუდმივ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • კომპანიის (პროდუქტის) ლიტერატურის გაცნობა, შეთავაზება;
  • მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა;
  • პოტენციური მომხმარებლების  დაინტერესება, მოზიდვა;
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება

 კომპანია "ტელექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები ერთი წლის განმავლობაში

 შეავსეთ აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე jobs@telex.ge



აპლიკაცია

www.telex.ge
https://www.linkedin.com/company/telex-ge/mycompany/
https://www.facebook.com/telex.ge
https://www.facebook.com/telexjobs