იკიგაი - ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო
ყველას სურს, ხანგრძლივი და ჰარმონიული ცხოვრება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ მიაღწიოს ამას. არაერთ ფილოსოფოსს თუ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელს უმუშავია ამ საკითხზე და განსხვავებული მიდგომები და სტრატეგიები შემოუთავაზებია. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული კი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური მიმდინარეობა - იკიგაია.
იკიგაი უძველეს იაპონური იდეოლოგიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება. იკიგაი ორი იაპონური სიტყვის კომბინაციაა: „იკი“, რომელიც სიცოცხლედ ითარგმნება და „გაი“, რომელიც რაიმეს ღირებულების, მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენება. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრებას მიზნის პოვნის გზით მატებს სიხარულს. მარტივად რომ ვთქვათ, იკიგაი ისაა, რის გამოც ყოველ დილით იღვიძებ და რაც ცხოვრების გაგრძელების მიზეზს გაძლევს.
იკიგაის იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგსაც აღწევენ. ის ოთხ მიმართულებას აერთიანებს:
მისიას, მოწოდებას, პროფესიას და გატაცებას. სწორედ ამ ოთხეულის ერთმანეთთან ჰარმონიზაციით იპოვით საკუთარ თავში იკიგაის.
„იკიგაის აღმოჩენა თქვენს გამბედაობას მოითხოვს, მის ძიებაში კი ეს წიგნი დაგეხმარებათ. გაეცნობით მრავალ საინტერესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად დაგანახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გასწავლით სტრესის მართვის სტრატეგიებს. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ. გაიგებთ, როგორც შეგვიძლია მარცხით გაძლიერება და ცხოვრებისეული სირთულეების შესაძლებლობებად გადაქცევა. ეს წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მოიცავს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ სავარჯიშოებს და ჯანსაღი კვების წესებს. თავად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის მისაღები და სასურველი ვარჯიში. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ თქვენი იკიგაის აღმოჩენაში, რომელიც მდგომარეობაა აქ და ახლა, ჰარმონიაა საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან,“ - ასე ახასიათებს გამოცემას მისი მთარგმნელი ანა ალბუთაშვილი.
ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ მსოფლიო ბესტსელერია. იკიგაის შესახებ გავლენიანი ბიზნესგამოცემები ხშირად წერენ.
„თუ დასაქმებულებს აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობა სურთ, მათ საკუთარ თავში იკიგაის მოძიება უნდა დაიწყონ“, - Business Insider
„პანდემიის ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი ის იყო, რომ ხალხმა ახლიდან გადააფასა საკუთარი სამსახური, კარიერა და ზოგადად ცხოვრება. გამოიყენეთ დრო გონივრულად, იპოვეთ თქვენი საკუთარი იკიგაი და იცხოვრეთ თქვენი საუკეთესო ცხოვრებით,“ – Forbes
ეს არის მდგომარეობა აქ და ახლა: თქვენ ხართ სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან.
ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება!
#იკიგაი-იაპონური კონცეფცია-ითარგმნება როგორც ,,საკუთარი დანიშნულების შეგრძნება". #იკიგაი არის: ის, რისთვისაც ყოველ დილით იღვიძებ; ის, რაც გიყვარს; ის, რაც კარგად გამოგდის; ის, რაც სამყაროს სჭირდება შენგან და ის, რაშიც გიხდიან. #იკიგაი- ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო.
შინაარსი:
- I - იკიგაის ფილოსოფია - მუდმივი ახალგაზრდობის ხელოვნება
- II - დაბერების შეჩერების საიდუმლოებანი - პატარა ნაბიჯები, რომელთაც მივყავართ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებასთან
- III - ლოგოთერაპიიდან იკიგაიმდე - როგორ ვიცხოვროთ გააზრებულად დიდხანს და ბედნიერად
- IV - იპოვე დინება ყველაფერში - როგორ ვაქციოთ ჩვენი სამუშაო და თავისუფალი დრო განვითარების შესაძლებლობად
- V - ხანდაზმულობის ოსტატები - ბრძნული რჩევები მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი ადამიანებისგან
- VI - იაპონელ სუპერხანდაზმულთა შეგონებები - ტრადიციები და ანდაზები ბედნიერებისა და თქვენი დღეგრძელობისთვის
- VII - იკიგაის დიეტა - როგორ იკვევებიან მსოფლიოს სუპერხანდაზმულები
- VIII - მსუბუქი მოძრაობა - ხანგრძლივი ცხოვრება - ვარჯიშები აღმოსავლეთიდან, რომლებიც ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გპირდებათ
- IX - გამძლეობა და ვაბი-საბი - როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს ისე, რომ სტრესმა არ დაგვაბეროს
- ეპილოგი - იკიგაი: ცხოვრების ხელოვნება
კომენტარეები ვერ მოიძებნა