სამომხმარებლო შეთანხმება

გთხოვთ ყურადღებით გაეცანით საიტის წესებს და პირობებს, შეკვეთის განთავსებისას თქვენ ეთანხმებით, რომ გასცემთ ინფორმაციას თქვენი პირადი მონაცემების შესახებ (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, სახლის ან ოფისის მისამართი, პირადი ნომერი და სხვა.) თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია და telex.ge არ გამოიყენებს მათ უკანონოდ.

თუ თქვენი შეძენილი წიგნი განსხვავდება საიტზე არსებული გამოსახულებისაგან, ან დაზიანებულია კომპანია ვალდებულია შეგიცვალოთ პროდუქტი. თუ ნივთი დააზიანეთ თავად თქვენ, კომპანიას უფლება აქვს არ შეცვალოს პროდუქტი. შეძენილი ნივთს დაბრუნების მოთხოვანა ხდება სამი სამუშაო დღის განმავლობაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში. საკურიერო მომსახურება უფასოა 25-ლარის ზემოთ შენაძენზე და თქვენ იხდით მხოლოდ პროდუქტის ღირებულებას. (დამოკიდებულია მიწოდების არეალზე იხილეთ მიწოდების პირობები) თუ თქვენ არ უპასუხებთ კურერის სატელეფონო ზარს, ასეთ შემთხვევაში მას უფლებაა აქვს არ მოვიდეს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ საიტით სარგებლობა სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დარღვევის შემთხვევაში კომპანია წაშლის მის მონაცემებს საიტიდან და კომპანიას აქვს უფლება ური უთხრას აღნიშნულ პირს მომსახურებაზე.

თუ თქვენ ნებით თუ უნებლიეთ არ მიიღეთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი შეკვეთა მინიმუმ სამჯერ კომპანია უფლებას იტოვებს უარი გითხრათ მომსახურეობის მირებაზე.

თქვენ ვალდებული ხართ არ გასცეთ ინფორმაცია მეორე ან მესამე პირზე, იქნება ეს საიტში შესასვლელი მონაცემები, პაროლი და ა.შ, ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 5  წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი.

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მარკეტინგული შეტყობინენების გათიშვა.