ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები ოთხტომეული

დანაზოგი 25%

ისტორია, რომელიც სიამაყით და ბრძოლის სურვილით გავსებს - სწორედ ასეთია ლევან სანიკიძის ნაწარმოები "უქარქაშო ხმლები“, რომელიც გამოჩენისთანავე ქართველი საზოგადოების დიდი ნათელი წერტილი გახდა და ასეა დღემდე.

"უქარქაშო ხმლები“ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და კომუნისტური ხელისუფლება ეროვნული გრძნობის მაქსიმალურ ჩახშობას ცდილობდა. თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც ნაციონალურმა სულისკვეთებამ გამოფხიზლება დაიწყო. გააქტიურდა ზვიად გამსახურდიას ჯგუფი, იწერებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზია და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა "უქარქაშო ხმლები“. ნაწარმოები საქართველოს ისტორიას მე-19 საუკუნემდე გადმოსცემს, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული ხელისუფლების გაკრიტიკებას და ამ გზით ეროვნული სულისკვეთების გააქტიურებას ვერავინ გაბედავდა. სწორედ ამიტომ ნაციონალური პოზიციის გაძლიერებისთვის ისტორიის გამოყენება იყო საჭირო. ასეთი გმირული ისტორიული ნაწრამოები კი იყო და არის "უქარქაშო ხმლები“.

ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებულად ელოდა ახალი ტომების გამოსვლას. წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა და მისი წაკითხვის შემდეგ ერთ გუნდად იკვრებოდა საზოგადოება, გუნდად, რომელსაც მეტის წაკითხვა, მეტის სწავლა, საკუთარი ისტორიის შესახებ მეტის გაგება, ეროვნული ფასეულობების მეტად დაცვა და საკუთარი სამშობლოსთვის მეტის გაკეთება უნდოდა.

მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა. წიგნი რამდენჯერმე გამოიცა და რამდენიმე თაობას დაეხმარა ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაში, ქართველებს ქართველობა ასწავლა. დღეს კი, როცა საქართველოს კვლავ არც ისე მარტივი პერიოდი აქვს, "უქარქაშო ხმლებს“ 


"უხარქაშო ხმლებმა“ გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა დაიმსახურა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და აღიარებული წიგნი იყო. მისი ხელახალი გამოცემა კი, რა თქმა უნდა, მისასამებელია. სამეცნიერო ისტორიული გამოკვლევები რთული წასაკითხია. ბელეტრისტიკის ჟანრში დაწერილი ეს ნაწარმოები კი საქართველოს ისტორიას უფრო მარტივად გადმოსცემს და ის იოლად აღსაქმელია. ისტორიის სპეციალისტებს ალბათ მოეჩვენებათ, რომ ისტორია აქ ჰერიოკულადაა წარმოდგენილი, მაგრამ ესეც საჭიროა. ჩვენ არ ვართ გამარჯვებული ერი. ბევრი ტრაგედია გვაქვს გადატანილი და ლევან სანიკიძის მიერ გადმოცემული გმირული სული მუდმივად საჭიროა რომ ბრძოლის მუხტი არ დავკარგოთ. ჩვენ ხომ ორი რეგიონი გვაქვს დაკარგული,“ - აღნიშნავს სოსო სიგუა.


გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
16+
ავტორი:
ლევან სანიკიძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
450-550
ზომა:
17x25
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2021
000008863; 000008864; 000009215; 0000010053
100,00 ₾
75,00 
დანაზოგი: 25,00 ₾
მარაგშია
ქულები: 75 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება