ფიოდორ დოსტოევსკი - ეშმაკნი

რუსი მწერლის, თედორე დოსტოევსკის რომანი "ეშმაკნი" 1872 წელს გამოიცა. რომანი პოლიტიკური ხასიათისაა და ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას. „ეშმაკნის“ ისტორია დიდწილად ეყრდნობა ივანოვის მკვლელობას და მოქცეულია იოანეს გამოცხადების გავლენის ქვეშ. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები — სტეფან და პიოტრ ვერხოვენსკები ნეჩაევსა და ტიმოთეი გრანოვსკის განასახიერებენ. მოქმედება რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხდება, ძირითადად სტეფან ტრიფომოვიჩ ვერხოვენსკისა და ვარვარა სტავროგინას მამულებში. სტეფან ტროფიმოვიჩის ვაჟი, პიოტრ ვერხოვენსკი რევოლუციური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ცდილობს იმ არეალში რევოლუციური კავშირის ორგანიზება მოახდინოს. თავისი გეგმის ცენტრალურ პერსონად მიიჩნევს ვარვარა სტავროგინას ვაჟს, ნიკოლაის, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს ადამიანთა მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ვერხოვენსკი თანდათან აგროვებს შეთქმულებს, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ფილოსოფოსი შიგალიოვი, თვითმკვლელი კირილოვი და ყოფილი სამხედრო ვირგინსკი. ამავე დროს ის გეგმავს მისადმი და ზოგადად ერთმანეთისადმი ერთგულება გაამყაროს თანაშეთქმულ ივან შატოვის მკვლელობით. ვერხოვენსკი კლავს შატოვს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა. იგი გარბის, მის რევოლუციურ დაჯგუფებას კი აპატიმრებენ. რომანის დასასრულს, საკუთარი დანაშაულებით განაწამები ნიკოლაი სტავროგინი თავს იკლავს. 

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
კლასიკური რომანი
მკითხველის ასაკი:
16+
ავტორი:
ფიოდორ დოსტოევსკი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
რუსული
მთარგმნელი:
რუსუდან ქებულაძე
გვერდების რაოდენობა:
670
ზომა:
17X23
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
პალიტრა კლასიკა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941350313
000009560
23,95 
არ არის მარაგში
ქულები: 24 ქულა
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება