ოშო - სექსიდან სუპერცნობიერებამდე

ოშო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

ავტორი ცნობილია შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში რევოლუციური ღვაწლით. წიგნში შემავალი ძირითადი საკითხებია: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, ტოტალური მოქმედების პარადოქსი, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას?, ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული?, რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი –  სუპერატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ.

როგორც ავტორი აღნიშნავს დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზეც ის (ოშო) ამ წიგნში საუბრობს არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ეს მესამე დონე კი არის სექსის სულიერი დონე. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, მისი (ოშოს) მიზანი კი სექსის დადებითი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.

 

გამომცემლობა:
აქტი
ჟანრი:
ფილოსოფია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ოშო
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
გია ბერაძე
გვერდების რაოდენობა:
259
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941829635
000009482
28,00 
მარაგშია
ქულები: 28 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება