ფრედრიკ ბაკმანი - მშფოთვარე ადამიანები

"ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
12+
ავტორი:
ფრედრიკ ბაკმანი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
კონსტანტინე შარვაშიძე
გვერდების რაოდენობა:
325
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
წლის ბესტსელერი
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941323522
000010540
16,95 
მარაგშია
ქულები: 17 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება