ნარცისი და გოლდმუნდი

მთარგმნელი: მარიამ ქსოვრელი

„ნარცისი და გოლდმუნდი“ ნობელის ლაურეატი მწერლის, ჰერმან ჰესეს, შედარებით გვიანი პერიოდის ნაწარმოებია. ის 1930 წელს გამოიცა.

რომანში გადმოცემულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი სულიერი მეგობრის, ისტორია. გოლდმუნდი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ხელოვანი, მგზნებარე, მაძიებელი და მოხეტიალე ბუნების ადამიანია, რომელმაც წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზა უნდა გაიაროს; ნარცისი კი, ასკეტი ბერია, რომელიც ასაზრდოებს გოლდმუნდის ხელოვნებას და მას სულიერ სამყაროსსთან აკავშირებს. რომანში მეგობრები განიხილავენ განსხვავებულ მოგზაურობას ცხოვრებაში, თუ როგორ გააცნობიერეს ჭეშმარიტება არსებობის შესახებ. „ყოფიერება ორად იყო გაყოფილი, წინააღმდეგობებით არსებობდა იგი… ერთის დაკარგვით მუდამ მეორე მიიღწეოდა და მუდამ იყვნენ ერთმანეთისთვის საჭირონი…”

ეს არის ყოვლისმომცველი ისტორია სიცოცხლის მნიშვნელობასა და ადამიანობაზე. ჰერმან ჰესეს ნაწარმოებების უმეტესობის მსგავსად, ამ წიგნის მთავარი თემა საკუთარი თავისა და ცხოვრების არსის ძიებაა

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
ჰერმან ჰესე
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
მარიამ ქსოვრელი
გვერდების რაოდენობა:
340
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
ლიტოდისეა
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941373008

მოითხოვე კოდი
15,90 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება