იუვალ ნოახ ჰარარი ჰომო დეუსი

   იუვალ ნოახ ჰარარი - არის ისტორიკოსი, კერძოდ შუასაუკუნეების პერიოდის სპეციალისტი, ასევე არის ავტორი ბესტსელერებისა: "საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია" და „ჰომო დეუსი: ხვალინდელი დღის მოკლე ისტორია“.

   ებრაელი მეცნიერი იუვალ ნოა ჰარარი, დავოსში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, საუბრობდა იმის შესახებ , თუ ვინ განაგრძნობს მომავალში ცხოვრებას დედამიწაზე და როგორ შეიცვლება ადამიანი მუდმივი ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში. სწორედ ამ თემას ეხება  „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი:  „ჰომო დეუსი: ხვალინდელი დღის მოკლე ისტორია“. 

     აღნიშნულ გამოცემაში, ისტორიისა და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ანალიზის საფუძველზე ჰარარი კაცობრიობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს და ვარაუდობს, რომ ადამიანთა „ღმერთებად გადაქცევა“ ჩვენი სამომავლო მისია იქნება. ავტორი, თხრობის თვითმყოფადი სტილით, საინტერესოდ გვიხსნის, როგორ და რატომ არის შესაძლებელი, ეს განზრახვა განხორციელდეს, ანდა რას შეიძლება ნიშნავდეს ადამიანის „ღმერთად ქცევა“.

    ჰარარი იმ პროექტებზე, ოცნებებსა თუ კოშმარებზე მსჯელობს, რომლებიც ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოზე უდიდეს გავლენას მოახდენს – სიკვდილის ძლევით დაწყებული, ხელოვნური სიცოცხლის შექმნით დამთავრებული. ნუთუ ევოლუციის მომდევნო სავარაუდო ეტაპი ჰომო დეუსის ჩამოყალიბება იქნება? ავტორი სვამს ფუნდამენტურ კითხვას: რა გზას ავირჩევთ? ამჯერად იგი კაცობრიობის მომავლის სურათს გვიხატავს.

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა,
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
იუვალ ნოახ ჰარარი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ნიკა სამუშია
გვერდების რაოდენობა:
522
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
აკადემია
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941308512

ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, იუვალ ნოახ ჰარარი 1976 წელს დაიბადა ჰაიფაში. მომავალმა მეცნიერმა განათლება იერუსალიმში მიიღო, სადაც შუა საუკუნეებისა და მილიტარიზმის ისტორია შეისწავლა; 2002 წელს კი დოქტორის ხარისხი მიიღო ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია. მისი კვლევის საგანი საკმაოდ ფართო თემებს მოიცავს: უკავშირდება თუ არა ისტორიული და ბიოლოგიური განვითარება ერთმანეთს? რა განასხვავებს ჰომო საპიენსს სხვა ცხოველებისგან? არის თუ არა ისტორია სამართლიანი და ვითარდება თუ არა იგი ერთი მიმართულებით? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც ისრაელელი მეცნიერი თავის ნაშრომებში ცდილობს. დღეისათვის ჰარარი სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: The Guardian, Financial Times, The New York Times, The Wall Street Journal, The Economist and Nature Magazine. ამავდროულად კი მოწვეული ლექტორის სტატუსით გამოდის მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში, რომლის დროსაც აქტიურად მიმოიხილავს თავის კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს. ჰარარიმ 2009-2012 წლებში ორჯერ მიიღო პოლონსკის პრემია შემოქმედებითობისა და ორიგინალურობისთვის. 2011 წელს ჰარარი მილიტარიზმის ისტორიის შესახებ დაწერილი შესანიშნავი სტატიების გამო მონკადოს პრიზითაც დააჯილდოეს. გასულ წელს კი მისმა მთავარმა ნაშრომმა - "საპიენსმა" - "წლის აკადემიური წიგნის" წოდება დაიმსახურა

000009088
19,90 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება