კოსმოსი - კარლ სეიგანი

სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.


კარლ სეიგანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი იყო. კარლ სეიგანს ეკუთვნის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, იყო 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი. საყოველთაოდ ცნობილია მისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები, როგორიცაა „The Dragons of Eden“, „Broca's Brain“ და „Pale Blue Dot“.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
სამეცნიერო-პოპულარული
მკითხველის ასაკი:
15+
ავტორი:
კარლ სეიგანი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ნოდარ მანჩხაშვილი
გვერდების რაოდენობა:
540
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
აკადემია
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941307454


კარლ სეიგანი კარლ სეიგანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი იყო. კარლ სეიგანს ეკუთვნის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, იყო 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი. საყოველთაოდ ცნობილია მისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები, როგორიცაა „The Dragons of Eden“, „Broca's Brain“ და „Pale Blue Dot“. სეიგანი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამეცნიერო სერიალით „კოსმოსი“, რომელიც „ემისა“ და „პიბოდის“ პრემიების ლაურეატი გახდა, აშშ-ის სატელევიზიო მედიის ისტორიაში კი რეკორდულად ბევრი მაყურებელიც ჰყავდა. სერიალის თანხმლები წიგნი, რომელსაც სეიგანმა სერიალის მსგავსად „კოსმოსი“ უწოდა, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა, წიგნის მიმართ მკითხველთა ინტერესი დღემდე არ წყდება და მთელ მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარი იყიდება. „კოსმოსი“ ქართულ ენაზე ნოდარ მანჩხაშვილმა თარგმნა და სერიაში „აკადემია“ გამოიცა. კარლ სეიგანს შეუფასებელი წვლილი მიუძღვის თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში: მან გადამწყვეტი როლი შეასრულა „მარინერის“, „ვიკინგის“, „ვოიაჯერისა“ და „გალილეოს“ კოსმოსური აპარატებით განხორციელებული ექსპედიციების მომზადებასა და ხორცშესხმაში; ნასამ მას საგანგებო ჯილდო მიანიჭა გამორჩეული მეცნიერული მიღწევებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. სეიგანმა და მისმა ნაშრომებმა უამრავი პრიზი და ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ნასას მედალი გამორჩეული სახალხო სამსახურისთვის, მეცნიერების ეროვნული აკადემიის სახალხო კეთილდღეობის მედალი, პულიცერი


000008459
24,90 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება