ა.ჯ ფინი - ქალი ფანჯარაში

ანა ნიუ-იორკში, მშვენიერ სახლში, განდეგილივით ცხოვრობს. მთელი დღე ღვინოს წრუპავს, ძველ ფილმებს უყურებს და ფანჯრიდან მეზობლებს უთვალთვალებს.
ისი ერთფეროვანი ყოველდღიურობა მძაფრსიუჟეტიან თრილერად გადაიქცევა, როცა მოპირდაპირე სახლში რასელები - მამა, დედა და მათი თინეიჯერი ვაჟი გადმოვლენ. იდეალური ოჯახია, თუმცა - მხოლოდ ერთი შეხედვით. ამ წარმოუდგენლად მომნუსხველ ამბავში ხომ არავინ და არაფერია ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

გაიცანით ანა ფოქსი, აგორაფობი ქალი, რომელსაც სჯერა, რომ მეზობელ სახლში მომხდარ დანაშაულს შეესწრო. ჰიჩკოკისეული თრილერი თუ მოგენატრათ, ეს წიგნი თქვენთვისაა.

The Woman in the Window - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც წიგნის მიხედვით გადაიღეს. ფილმში მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს.

ემი ადამსთან ერთად ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი ჯულიანა მური და გარი ოლდმანი ასრულებენ, ფილმის რეჟისორი კი ჯო რაიტია, რომელსაც მანამდე გადაღებული აქვს ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა ამპარტავნება და ამოჩემება, მონანიება და ანა კარენინა.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
თრილერი
მკითხველის ასაკი:
15+
ავტორი:
ა.ჯ ფინი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ირაკლი სულაძე
გვერდების რაოდენობა:
380
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
TOP თრილერი
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941325182

000008298
14,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება