ერიხ მარია რემარკი - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

"ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" არის გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის, რომანი, რომელიც გამოიცა 1954 წელს .წიგნი მოგვითხრობს, ჯარისკაც ერნესტ გრებერის შესახებ, რომელიც მონაწილეობს  მეორე მსოფლიო ომში. მას მისცემენ სამ კვირიან შვებულებას და ის დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში, ვერდენბრიუკში, რათა მოინახულოს თავისი მშობლები. ქალაქი ომის პერიოდში ძალიან შეიცვალა. ყოველდღე ხდება აფეთქებები, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი იხოცება. ჩამოსვლისას ერნესტი აღმოაჩენს, რომ მისი მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორისაა. ერნესტ გრებერი მიემართება ოჯახის  ნაცნობ ექიმთან. აღმოჩნდება, რომ ექიმი  საკონცენტრაციო ბანაკშია და მისი შვილი - ელიზაბეტი მარტო ცხოვრობს და მუშაობს ქარხანაში. ელიზაბეტი, რომელსაც გრებერი იცნობდა ჯერ კიდევ პატარაობაში,ლამაზ ქალად ჩამოყალიბებულა. ისინი დაუმეგობრდებიან ერთმანეთს და მათ შორის გრძნობებიც კი გაჩნდება.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ერიხ მარია რემარკი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
გერმანული
მთარგმნელი:
თეკლა გიაშვილი
რედაქტორი:
ელენე სალარიძე
გვერდების რაოდენობა:
450
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2018
ISBN:
9789941354762
მოითხოვე კოდი
13,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება