მარკ ტვენი - ჰაკლბერი ფინი

ჰაკლბერი ფინი თავისუფლების მოყვარული ბიჭია, რომელიც გარბის სტუმართმოყვარე ქვრივის ოჯახიდან... გარბის იქ, სადაც არის თავისუფლება, გარბის იქ, სადაც არის ბევრი თავგადასავალი, იქ შეიძლება ხიფათი მოელოდეს, მაგრამ მას არ შეუძლია იცხოვროს მშვიდი, უდრტვინ ველი ცხოვრებით, რომლის წესებსაც სხვები ადგენენ. ჰაკლბერი ფინი ხომ ჩვეულებრივი „მაწანწალაა“, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მას სუფთა გული აქვს, რომელშიც ყველა ადამიანისათვის მოიძებნება ადგილი.

ჰაკს შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, იცის ადამიანების ფასი, მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ რასობრივი წარმომავლობისა. მისი ლტოლვა თავისუფლებისადმი, მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, მისი გონიერება, მოხერხებულობა, გულწრფელობა არის მიზეზი იმისა, რატომაც გახდა ის დაუვიწყარი პერსონაჟი ყველა ასაკის მკითხველისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
სათავგადასავლო
მკითხველის ასაკი:
11+
ავტორი:
მარკ ტვენი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
თამარ დიასამიძე
გვერდების რაოდენობა:
336
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
იკითხე კლასიკა
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941325564
მოითხოვე კოდი
12,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება