ენტონი დოერი - ნათელი რომელსაც ვერ ვხედავთ

მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე.

და რადიო. ტალღებით, ბგერებით გაცოცხლებული ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება, ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე...  თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან.

„ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“  ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2014 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომლისთვისაც ამერიკელმა მწერალმა ენდონი დოერმა 2015 წელს პულიცერის პრემია მიიღო.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
დოერი ენტონი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
გია ბერაძე
გვერდების რაოდენობა:
523
ზომა:
14.5x21.5
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
ომებსა და ადამიანებზე
გამოცემის წელი:
2020
ISBN:
9789941324734
000008037
16,00 
მარაგშია
ქულები: 16 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება