ომებსა და ადამიანებზე - შიშის საათი

„ბოლო 30 წელიწადში საქართველომ ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი გამოიარა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ ქართველი მწერლები რეაგირებდნენ. როდესაც კრებულზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, განსხვავებული მოთხრობებისთვის მოგვეყარა თავი; ვეძებდით ტექსტებს, რომლებშიც ომები სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი. ამიტომ ამ კრებულში შეხვდებით როგორც მოთხრობას, რომელშიც მოქმედება ფრონტის წინა ხაზზე ვითარდება, ასევე მოთხრობას, რომელსაც ომი მხოლოდ ფონად გასდევს. ზოგიერთი მწერალი სათქმელის გადმოსაცემად იგავურ ფორმას ირჩევს, ზოგიც - იუმორსა თუ ირონიას, “ - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

„შიშის საათი“ კრებულს გელა ჩქვანავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჰქვია, რომელსაც დანარჩენი 13 ავტორის მოთხრობის მსგავსად ამ წიგნში წაიკითხავთ. კრებულში შესულია შემდეგი მწერლების მოთხრობები: გურამ ოდიშარია, ნუგზარ შატაიძე, შალვა ბაკურაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ალეკო ცქიტიშვილი, ერეკლე დეისაძე და ნინო სადღობელაშვილი.

როგორია „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრნაირი. ამ წიგნში 14 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
მოთხრობები
მკითხველის ასაკი:
12+
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
363
ზომა:
14.5x21.5
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
ომებსა და ადამიანებზე
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941325533

000008030
16,00 
მარაგშია
ქულები: 16 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება