რძე და თაფლი - რუპი კაური

"რძე და თაფლი" პოეტური კრებულია სიყვარულის, დანაკარგის, ტრამვის, დამცირების, განკურნების და ქალურობის შესახებ. ის ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ ნაწილს განსხვავებული მისია აქვს. თითოეული ნაწილი სხვადასხვა სენს კურნავს, სხვადასხვაგვარ გულისტკივილს წამლობს."რძე და თაფლი" მკითხველს ცხოვრების ყველაზე მწარე მომენტებში ამოგზაურებს და მათ შორის სითბოს პოვნაში ეხმარება, რადგან სიტკბო ყველგანაა, მთავარია მისი აღმოჩენა გინდოდეს.

 

ეს შოკისმომგვრელი წიგნი, ცოტა არ იყოს, დამაბნეველი აღმოჩნდა მკითხველისთვისაც და გამომცემლებისთვისაც. სწორედ ამიტომ მისი გამოცემა სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ არავის უნდოდა, მაგრამ ის მაინც გამოიცა და ელვის სისწრაფით მსოფლიო ბესტსელერიც გახდა;

ახალგაზრდა, თამამი, გულწრფელი კანადელ–ინდოელი პოეტისა და მხატვრის, რუპი კაურის სენსაციურად გულახდილი პოეზია პირველივე სტრიქონებიდან იპყრობს მკითხველის გულს;

ესაა პოეზიისა და პროზის სინთეზი ლტოლვის, ძალადობის სიყვარულის, დანაკარგებისა და ფემინურობის შესახებ;

ეს წიგნი ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი აღმოგვაჩენინებს ცხოვრების სითბოსა და მოტკბო არომატს;

რუპი კაურის ლირიკული კრებული „რძე და თაფლი“, რომელიც უკვე მსოფლიოს 30–ზე მეტ ენაზეა თარგმნილი



გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
პოეზია
მკითხველის ასაკი:
15+
ავტორი:
კაური რუპი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
სალომე ბენიძე
გვერდების რაოდენობა:
204
ზომა:
12.6X19.6
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
შავ-თეთრი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941350443
000009467
17,95 
მარაგშია
ქულები: 18 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება