დოსტოევსკი - იდიოტი


„იდიოტი“ დოსტოევსკის ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. ადამიანის ტანჯვის ასახვა დოსტოევსკის შემოქმედებაში გამსჭვალულია ჭეშმარიტი ჰუმანიზმით.

რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: " ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება..."

„ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი.მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა“

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
რომანი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
დოსტოევსკი ფიოდორ; Dostoyevsky Fyodor; Достоевский Федор
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
რუსული
მთარგმნელი:
რუსუდან ქებულაძე
გვერდების რაოდენობა:
622
ზომა:
17.5X25
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
პალიტრა კლასიკა
გამოცემის წელი:
2020
ISBN:
9789941352768


Dostoevsky's Economic Cycles - Modern Diplomacy




თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი - რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნისრუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტირომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.



რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნისრუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტირომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.



1837 წლის 27 სექტემბერს დოსტოევსკის დედა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მანამდე, მაისში, თედორე და მისი ძმა მიხეილი ოჯახმა აიძულა მიეტოვებინათ მოსკოვის კოლეჯი და სამხედრო კარიერის შექმნის მიზნით სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში გაგზავნეს. პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე, ღამის გასათევ სახლში დოსტოევსკი ძალადობრივი ინციდენტის მოწმე გახდა. აკადემიაში ის 1838 წელს შევიდა, ისიც მისთვის უცნობი ოჯახის დახმარებით, რომელმაც სწავლის საფასური გადაუხადა. ცუდი ჯანმრთელობის გამო, მიხეილი სასწავლებელში არ მიიღეს და ესტონეთში, რაველის (ტალინი) აკადემიაში გაგზავნეს.


დოსტოევსკის აკადემიაში სწავლა სიამოვნებას არ გვრიდა, უპირველესად იმიტომ, რომ ნაკლებად აინტერესებდამათემატიკა, სამხედრო ინჟინერია, ხატვა და არქიტექტურა. როგორც მისმა მეგობარმა კონსტანტინე ტრუტოვსკიმერთხელ თქვა, „მთელს სასწავლებელში არ იყო სამხედრო სამოსის ტარებით იმაზე უფრო ნაკლებ დაინტერესებული სტუდენტი, ვიდრე თედორე დოსტოევსკი იყო, ის ტლანქად და უღიმღამოდ მოძრაობდა, უნიფორმა მოუხერხებლად, ჩამოკიდებულივით ჰქონდა ტანზე; ზურგჩანთა, კივერი და შაშხანა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისთვის ბორკილები ყოფილიყო, რომლებიც მძიმედ ბოჭავდა“. თავისმა ხასიათმა და ინტერესებმა 120 თანაკლასელს შორის დოსტოევსკი გარიყულად აქცია: ბევრი თანაკლასელისგან განსხვავებით, ის მამაცი იყო და მოზღვავებულად ჰქონდა სამართლიანობის შეგრძნება, იცავდა ახალმოსულებს, მასწავლებლებს აწვდიდა იდეებს, აკრიტიკებდა ოფიცრებს შორის გავრცელებულ კორუფციას და ეხმარებოდა ღარიბ გლეხებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტოსული იყო და საკუთარ ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრობდა, თანაკლასელები მაინც დიდ პატივს სცემდნენ. კარჩაკეტილი ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გამო მას ზედმეტსახელად „ბერი ფოტიუსი“ შეარქვეს.


1843 წლის აგვისტოში დოსტოევსკიმ სამხედრო მხაზველად დაიწყო მუშაობა და ცხოვრობდა ადოლფ ტოტლებენთან ერთად, თავისი ძმის, მიხეილის მეგობარ დოქტორ რესენკამპფის კუთვნილ ბინაში. დოქტორი მას ახასიათებს როგორც „არანაკლებ კარგი ბუნებისა და ზრდილობის, ვიდრე მისი ძმა, მაგრამ როდესაც კარგ განწყობაზე არ იყო, ის ხშირად ყველაფერს მუქი სათვალით უყურებდა, მოიწყენდა, ივიწყებდა კარგ მანერებს და შემდეგ იმდენად გაიტაცა ამ ვითარებამ, რომ ცდილობდა წერტილი დაესვა ყოველი შეურაცხყოფისა თუ გაუგებრობისთვის, რამაც მასში საკუთარი თავის მართვის უნარი შებღალა“; მაგრამ „მეგობრების წრეში ის ყოველთვის მხიარულად, მშვიდად და თვითკმაყოფილად გამოიყურებოდა“. ისევე როგორც ბავშვობაში, დოსტოევსკი აგრძელებდა ღარიბ და ავადმყოფ ხალხთან ურთიერთობას. მეტად საჭირო ფულს ის ლიტერატურული ნაშრომების რუსულად თარგმნით შოულობდა.1844 წლის 19 ოქტომბერსსაბოლოოდ დაასრულა აკადემია და ლეიტენანტის ხარისხი მიიღო. მძიმე ფინანსურ კრიზისში ყოფნის დროს, დოსტოევსკიმ საკუთარი რომანის დაწერა გადაწყვიტა.



დოსტოევსკი და პეტრაშეველთა საზოგადოების სხვა წევრები დაბეზღებულ იქნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცერ ივან პეტროვიჩ ლიპრანდისთან. დოსტოევსკი ბრალდებულად სცნეს ბელინსკის რამდენიმე ნამუშევრის კითხვაში, მათ შორის იყო „მიწერ-მოწერა გოგოლთან“, „კრიმინალური წერილები“ და „ჯარისკაცის მოხსენება“; ასევე ამ და სხვა ნაწარმოებების ასლების ქონა. სამთავრობო აგენტი ანტონელი, რომელმაც ჯგუფი დაასმინა, თავის მოხსენებაში წერდა, რომ რამდენიმე ამ ნაწერში გაკრიტიკებული იყო რუსეთის პოლიტიკა და რელიგია. ბრალდებას დოსტოევსკი პასუხობდა, რომ მან ეს ესსეები წაიკითხა „როგორც მხოლოდ ლიტერატურული მონუმენტი და სხვა არაფერი“, რომ მას აინტერესებდა მხოლოდ „პიროვნება და ადამიანური ეგოიზმი“ და არა პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, დოსტოევსკი და მისი ამხანაგები „შეთქმულებად“ სცნეს და 1849 წლის 22 აპრილს, გრაფ ალექსი ორლოვისადა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მოთხოვნით დააპატიმრეს. მეფეს 1825 წლის დეკაბრისტთა აჯანყების მსგავსი მოვლენებისა და 1848 წელს ევროპაში მომხდარი რევოლუციების ეშინოდა. ბრალდებულები სანქტ-პეტერბურგისპეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გადაიყვანეს, სადაც მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს ათავსებდნენ. იქაურ ბარაკებს ის შემდეგნაირად აღწერს:
„ზაფხულში აუტანლად დახუთული ჰაერი; ზამთარში გაუსაძლისი სიცივე. მთელი იატაკი დამპალი იყო. ერთი ინჩის სისქის ჭუჭყი იატაკზე; შეიძლება ფეხი გაგისხლტეს და დაეცე... ისე ვიყავით გამომწყვდეულნი, როგორც ქაშაყები კასრში... არ არსებობდა ისეთი ოთახი, სადაც შემობრუნება მაინც შეგვეძლებოდა. მწუხრიდან ცისკრამდე შუეძლებელი იყო ღორივით არ მოქცეულიყავი... ბუშელობით (მოცულობის საზომი) რწყილები, ტილები და შავი ხოჭოები..."


მას შემდეგ, რაც 1854 წლის 14 თებერვალს დოსტოევსკი კატორღიდან გაათავისუფლეს, მან თავის ძმას, მიხეილს სთხოვა ფინანსური დახმარება და ზოგიერთი წიგნის გამოგზავნა, რომელთა შორის იყვნენ ავტორები: ჯამბატისტა ვიკო, ფრანსუა გიზო, ლეოპოლდ ფონ რანკე, ჰეგელი და კანტი.[12] ამავე დროს მან დაიწყო „მკვდარი სახლის ჩანაწერების“ წერა, რასაც საფუძვლად ციხეში მიღებული საკუთარი გამოცდილება დაუდო. იგი პირველი რომანი გახდა რუსეთის ციხეების შესახებ.[7] სანამ მარტის შუა რიცხვებში ყაზახეთის ქალაქ სემიპალატინსკში გადავიდოდა, სადაც ციმბირის არმიის დანაყოფის მეშვიდე ხაზის ბატალიონში იძულებით მუშაობდა, დოსტოევსკი გეოგრაფპეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკისა და ეთნოგრაფ ჩოკან ვალიხანოვს შეხვდა. 1854 წლის ნოემბერში ის ბარონ ალექსანდრ ვრანგელის შეხვდა — მისი წიგნების თაყვანისმცემელს, რომელიც ინსცენირებულ სიკვდილით დასჯის პროცესს ესწრებოდა. სახლს ორივე სემიპალატინსკს გარეთ ქირაობდა, „კოსაკის ბაღში“. ვრანგელის მას ასე აღწერდა: „დაღვრემილად გამოიყურებოდა. ავადმყოფური, ფერმკრთალი სახე ჭორფლებით ჰქონდა დაფარული, ქერა თმა კი მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. საშუალოზე ოდნავ მაღალი იყო, მკვეთრი, მონაცრისფრო-მოლურჯო თვალები ჰქონდა. თითქოს ის ჩემს სულში ჩახედვას და იმის ამოცნობას ცდილობდა, თუ რა კაცი ვიყავი“.




1871 წლის ივლისში რუსეთში დაბრუნებული ოჯახი კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და დარჩენილი ქონების გაყიდვას მიჰყო ხელი. გარდა ამისა, ანას მეორე მშობიარობა ახლოვდებოდა. 16 ივლისს მას ვაჟი, თედორე შეეძინა. მისი დაბადებიდან სულ მალე, ისინი სხვა ბინაში, ტექნოლოგიური ისნტიტუტის სიახლოვეს გადავიდნენ. ოჯახი იმედოვნებდა, რომ პესკის სახლის გაყიდვით ვალებს მოიშორებდნენ, მაგრამ მოიჯარესთან შექმნილი პრობლემების გამო, ის საკმაოდ დაბალ ფასად გაყიდეს, კრედიტორებთან დავა კი კვლავ გრძელდებოდა. ანა მევალეებს ჰპირდებოდა, რომ მეუღლის ნაშრომების გაყიდვით სულ მალე მათ ფული გაუჩნდებოდათ და მიაღწია შეთანხმებას, რომ ვალებს ნელ-ნელა დაფარავდა.


1872 წლის სექტემბერში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა. ამავე წლის 26 ნოემბერს დოსტოევსკიმ დაასრულა რომანი „ეშმაკნი“, რომელიც იანვარში მისი და თავის მეუღლის მიერ დაარსებულ „დოსტოევსკი პრესში“ დაიბეჭდა. ისინი იხდიდნენ გადასახადებს, წიგნის მაღაზია კი საკუთარ ბინაში მოაწყვეს; ბიზნესი წარმატებული გამოდგა: „ეშმაკნის“ დაახლოებით 3 000 ასლი გაიყიდა. ფინანსურ საკითხებს ანნა განაგებდა. დოსტოევსკიმ მას შესთავაზა დაეარსებინათ ახალი პერიოდული გამოცემა „მწერლის დღიური“, სადაც თავს მოიყრიდა ესსების კოლექცია, მაგრამ სახსრების არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა და ესსების დაბეჭდვა 1 იანვარიდან ვლადიმერ მეშჩერსკის„მოქალაქეში“ დაიწყო, საიდანაც მწერალს ხელფასის სახით წელიწადში 3 000 რუბლი ერგებოდა. 1873 წლის ზაფხულში, ანნა ბავშვთან ერთად კვლავ სტარაია-რუსაში გაემგზავრა, დოსტოევსკი კი სანქტ-პეტერბურგში დარჩა და თავის დღიურს აგრძელებდა.


1876 წელს დოსტოევსკიმ თავის დღიურზე მუშაობა განაგრძო. წიგნში შედიოდა მისი კლასიკური ნაშრომები, თხზულებები, სკეტჩები, ესკიზები, წერილები და ავტოგრაფები, რომლებიც ეხებოდა მრავალ განსხვავებულ სოციალურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და ეთიკურ თემებს. ესსეების აღნიშნული კოლექცია იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის გაიყიდა, ვიდრე მისი წინა წიგნები. დოსტოევსკი მკითხველთაგან უფრო და უფრო მეტ წერილს იღებდა, ვიდრე ოდესმე, მასთან სტუმრად მიდიოდა ყველა ასაკის ხალხი. ანნას ძმის წყალობოთ, ოჯახმა ბოლოს და ბოლოს შესძლო სტარაია-რუსაში აგარაკის შეძენა. 1876 წლის ზაფხულში დოსტოევსკის კვლავ სუნთქვის შეკვრის პრობლემამ შეახსენა თავი. სამჯერ ესტუმრა ემსში ექიმს, რომელმაც 15 წლის სიცოცხლის გარანტია მისცა, თუ საცხოვრებლად სხვაგან, უფრო ჯანსაღი კლიმატის მქონე ადგილზე გადავიდოდა. როდესაც დოსტოევსკი რუსეთში დაბრუნდა, მეფე ალექსანდრე მეორემ მას სასახლეში სტუმრობა და დღიურის წარდგენა უბრძანა, ამავე დროს, მისი ვაჟების — სერგეისა და პაულის აღზრდა სთხოვა. ამ ვიზიტმა მწერლის სანაცნობო წრე კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა სალონებს, სადაც მრავალ ცნობილ ადამიანს ხვდებოდა, მაშთ შორის იყვნენ თავადი სოფია ტოლსტაია, პოეტი იაკობ პოლონსკი, პოლიტიკოსი სერგეი ვიტე, ჟურნალისტი ალექსი სუვორინი, მუსიკოსი ანტონ რუბინშტეინი და მხატვარიილია რეპინი.


სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი ოფიცერის თანახმად, დოსტოევსკი უკიდურესად რელიგიური იყო, მისდევდამართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპებს და რეგულარულად კითხულობდა სახარებასა და ჰენრიხ შოკეს Die Stunden der Andacht-ს („ღვთისმოსაობის საათები“), რომელიც ქადაგებდა „ქრისტიანობის სენტიმენტალურ ვერსიას, დოგმატიკური შინაარსისგან სრულიად თავისუფალს, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ქრისტიანულ სიყვარულსა და სოციალურ გულმოდგინეობას“. შესაძლოა სწორედ ამ წიგნმა მისცა ბიძგი მის შემდგომ დაინტერესებას ქრისტიანული სოციალიზმით.



დოსტოევსკის ნამუშევრები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სუიციდი, სიღატაკე, ადამიანური მოპყრობა დამორალი. მისი ადრეული ნამუშევრები ხაზს უსვამს რეალისტურ და ნატურალისტურ სოციალურ ცხოვრებას, განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თავის შედევრებში დოსტოევსკი ეხება რელიგიურ თემებს, ძირითადად რუსულ მართლმადიდებლობას. „აზრების მკვლევარმა“, დოსტოევსკიმ ცხადად აჩვენა „რუსეთის ისტორიის ხმაურიანი პერიოდი“, რომელიც „უდავოდ ჩამოყალიბებული იყო იმ სოციოპოლიტიკური მოვლენებით, რაც მის ირგვლივ ხდებოდა“. სხვა მწერლების გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა დოსტოევსკის ადრეულ ნაწარმოებებში, რასაც მოსდევს პლაგიარიზმის ბრალდებები, მაგრამ წლებთან ერთად, თანდათან ჩამოყალიბდა მისი საკუთარი სტილი. ზოგიერთი წიგნის ნიშანდობლივი მახასიათებელია გოთიკური ფიქციის, რომანტიზმისა და სატირის ელემენტები. გარდა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და რელიგიური თემატიკისა, დოსტოევსკი ასევე წერდა საიდუმლო ფიქციისადა სასპენსის თემებზე. დოსტოევსკის შემოქმედება მოიცავს რომანებს, ნოველებს, ნოველეტებს, მოთხრობებს, ესსეებს, ეპისტოლურ რომანებს და ლექსებსაც კი. მისი ნაშრომების მთავარი მახასიათებლებია პოლიფონია და ავტობიოგრაფიული ან ნახევრად ავტობიოგრაფიული ელემენტები. მისი უარყოფითი გმირები — მიწისქვეშა კაცი რომანში — „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“, რასკოლნიკოვი — „დანაშაული და სასჯელი“, იპოლიტი — „იდიოტი“, კირილოვი — „ეშმაკნი“ და ივან კარამაზოვი — „ძმები კარამაზოვები“ — მათი დროის პირმშონი არიან, რომლებიც ბოლოს ან დანაშაულს სჩადიან, ან სუიციდს.




ლევ ტოლსტოისთან ერთად, დოსტოევსკის ხშირად მოიხსენიებენ რუსული ლიტერატურის ოქროს ხანის ერთ-ერთ უდიადეს და ყველაზე გავლენიან რომანისტად. ალბერტ აინშტაინი მას მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსზემაღლა აყენებდა და „დიად რელიგიურ მწერალს“ უწოდებდა, რომელიც „სულიერი ცხოვრების საიდუმლოს“ იკვლევდა. ფრიდრიხ ნიცშე კი დოსტოევსკიზე ამბობდა: „სხვათა შორის, ერთადერთი ფსიქოლოგი, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას“. დოსტოევსკის ნამუშევრებს ასევე დიდი გატაცებით ეცნობოდა ჰერმან ჰესე და აღნიშნავდა, რომ მისი წაკითხვა „იმედის ნაპერწკალია სრულ უიმედობაში“. მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ თავის მონახაზში „მოძრავი დღესასწაული“ ერნესტ ჰემინგუეი აღნიშნავს, რომ დოსტოევსკიში: „საგნები იყო დამაჯერებელი, თუმცა ამავე დროს დაუჯერებელი, მაგრამ ზოგიერთი ისეთი ჭეშმარიტება, რომ მათი წაკითხვა შენ, როგორც შენ გცვლის. იქ ნახავთ ხრწნადობასა და შეშლილობას, უზნეობასა და სიწმინდეს, ასევე აზარტული თამაშების მიერ ადამიანის გადარევას“.


დოსტოევსკის წიგნები ნათარგმნია 170-ზე მეტ ენაზე და გაყიდულია დაახლოებით 15 მილიონი ასლი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დოსტოევსკის ნაწარმოებებზე გადაღებულია არაერთი ფილმი, დადგმულია წარმოდგენები. ერთ-ერთი პირველი, ვინც დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ თეატრალური ინსცენირება შესთავაზა პრინცესა ვარვარა დმიტრიევნა იყო, მაგრამ მწერალმა წინადადება მაშინვე უარყო, რადგან სჯეროდა, რომ „ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში“. მისი ვრცელი დასაბუთებები თავისი ნაშრომების მედიაში გადატანის წინააღმდეგ, კრიტიკის საფუძველი გახდა. მას მიაჩნდა, რომ სიუჟეტი ხელახლა უნდა გადაწერილიყო.



დოსტოევსკის მხატვრული ნაწარმოებები მოიცავს 15 რომანსა და ნოველას, 17 მოთხრობას და 5 თარგმანს. ბევრი მისი დიდი რომანი პირველად ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. ინგლისურ ენაზე ბევრი მისი ნაწარმოები სხვადასხვა სათაურითაა ცნობილი.


000008168
24,95 
მარაგშია
ქულები: 25 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება