კლასიკური ქართული სამზარეულო

წიგნში შესულია ტრადიციული რეცეპტები საქართველოს ყველა რეგიონიდან
წიგნში ნახავთ ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით.
ისწავლით როგორ მოამზადოთ: წვნიანები, ხორცისა და თევზის, ბოსტნეულის, ყველის, კვერცხის კერძები, ასეცე ცომეული, დესერტი, მურაბები, საწებლები და მწნილები. წიგნში განხილულია საქართველოს რეგიონების კულინარიული თავისებურებანი, ქართული ღვინო, ყველი და პური.
წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან, გრძელ მოგზაურობას მოკლე შესავლით დაწიყებთ. შემდეგ ძირითად რეცეპტებს, კლასიკურ და ზამთრის მარაგებით დაასრულებთ. მესამე ნაწილში კი გაეცნობით საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიულ თავისებურებებს. გაიცნობთ ქართულ ღვინოს უფრო ახლოდან და აღმოაჩენთ უნიკალურ ქართულ ყველს, ამასთან ერთად ქართულ ხორბლის ჯიშებს და პურსაც გაეცნობით.
წიგნში შეხვდებით როგორც კლასიკურ ასევე ჯერ თქვენთვის უცნობ, მივიწყებულ რეცეპტებს, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა იქნება და წარსულში გამოგზაურებთ.
ისწავლით როგორ მოამზადოთ: ქათმის ჩიხირთმა, ხაში, მაწვნის და ბარდის შეჭამანდი, ინდაურის საცივი, მეგრული კუპატი, ყაურმა, იმერული, მეგრული ხაჭაპური, ასევე ხაბიზგინი, აჩმა, თონის ლობიანი, აჭარული ჰალვა,  ჩურჩხელა, გოზინაყი, ბლის, საზამთროს, ლეღვის, კაკლის, ალუბლის, ვარდის მურაბა, აჯიკის, კიტრის მწნილი, ბაჟე და კიდევ უამრავ სხვა საინტერესო კერძს

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
კულინარია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ადეიშვილი ქეთევან; იანტბელიძე ირმა
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
295
ზომა:
23.5 X 30
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
ფერადი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941358425
39,95 
მარაგშია
ქულები: 40 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება