მადელინ მილერი - კირკე

 ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. მწერალმა, სახელი გაითქვა რომანებით „აქილევსის სიმღერა“ და „კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული. 

კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებულია, მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის. ერთ მშვენიერ დღეს, აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო და სასჯელი სასტიკია – გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა. გრძნეულმა ქალღმერთმა კირკემ კუნძულზე ღმერთების რისხვაც იწვნია, მოკვდავთა სისასტიკეც და კიდევ დიდი სიყვარული... მოკვდავის, რომლის გამოჩენამ განმარტოებულ ცხოვრებაში სიტკბოებაზე მეტად სიმწარე არგუნა. 2018 წელს კომპანია HBO Max-მა შეისყიდა „კირკეს“ ეკრანიზების უფლება.

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
მხატვრული
მკითხველის ასაკი:
14+
ავტორი:
მადელინ მილერი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
სალომე ჩიტაძე
გვერდების რაოდენობა:
456
ზომა:
14X21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
წლის ბესტსელერი
გამოცემის წელი:
2020
ISBN:
9789941325168
000008403
16,95 
მარაგშია
ქულები: 17 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება