ფიოდორ დოსტოევსკი - მოთამაშე | იატაკქვეშეთის ჩანაწერები | უპოვარნი

ეს წიგნი დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის სამ მცირე რომანს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, გარკვეული თვალსაზრისით, საეტაპო ნაწარმოებია ავტორის შემოქმედებაში. „უპოვარნი“ დოსტოევსკის პირველი რომანია, რომელიც მან 1840-იან წლებში დაწერა და რომელმაც მწერალს სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო; „იატაკქვეშეთის ჩანაწერებმა“ დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ფილოსოფიურ აზროვნებაზე და შემდგომ განვითარებულ მოდერნისტულ ლიტერატურაზე; ხოლო „მოთამაშე“ ერთგვარად ავტობიოგრაფიული რომანია და ასახავს თავად მწერლის მისწრაფებას აზარტული თამაშების, კერძოდ კი „რულეტკის“ მიმართ.

მრავალი კრიტიკოსის მიერ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად აღიარებული ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება თერთმეტ რომანს, სამ ნოველას, ჩვიდმეტ მოთხრობასა და სამ ესეს ითვლის. მისმა წიგნებმა უდიდესი გავლენა მოახდინა არაერთ მწერალზე, მათ შორის ისეთ დიდ ავტორებზე, როგორებიც იყვნენ: ანტონ ჩეხოვი, ჯეიმზ ჯოისი, ერნესტ ჰემინგუეი და ჟან-პოლ სარტრი.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჟანრი:
მხატვრული
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ფიოდორ დოსტოევსკი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
რუსული
მთარგმნელი:
გივი კიკილაშვილი
გვერდების რაოდენობა:
450
ზომა:
14.5 X 21.5
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
კლასიკა
გამოცემის წელი:
2018
ISBN:
9789941301728
მოითხოვე კოდი
22,90 
მარაგშია
ქულები: 23 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება