ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი

ეს არის ადამიანის ანატომიის უახლესი სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრობითა და ზედმიწევნით არის განხილული ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქციები. წიგნში უხვადაა შესანიშნავი, ზუსტი ილუსტრაციები, შთამბეჭდავი ფოტოსურათები, ინფორმაციული დიაგრამები და უახლესია ანატომიური ფაქტები. თითოეული ქვეგანყოფილების ბოლოს განხილულია ორგანოთა სისტემების დაავადებები თუ დარღვევები, ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემები , სამედიცინო ინოვაციები და თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები. წიგნს დართული აქვს ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი და საძიებელი.


შესულია: სხეულის სისტემები-უჯრედები, დნმ, ქსოვილები, ქსოვილთა აღდგენა, გარსები და ჯირკვლები, ორგანოები და სხეულის ღრუები, ინფექციური დაავადებები და გავრცელებასთან ბრძოლა; სხეულის სისტემები-ზოგადი მიმოხილვა, კანის დანამატები და დაავადებები, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემა, ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სუნთქვის სისტემა, ლიმფური და დამცავი სისტემები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, საშარდე სისტემა, გრძნობათა ორგანოები და ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემა.

ეს ატლასი ფასდაუდებელი საოჯახო ცნობარია, რომელიც სხეულის აგებულებასა და ფუნქციონირებას შეეხება. მასში თავმოყრილია მთელი მსოფლიოს კვლევითი ლაბორატორიებიდან და ცნობილი სამედიცინო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. წიგნში განხილულია სხეულის ორგანოთა 12 სისტემა, რომელთაგან თითოეულს რამდენიმე თავი ეთმობა, ძირითადი დაავადებები და დარღვევები; გამუდმებით განვითარებადი დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებები; ასევე ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ღეროვანი უჯრედების გამოკვლევა, კვების პრობლემები, ქსოვილთა ინჟინერია და ორგანოების ტრანსპლანტაცია. წიგნში თავდაპირველად მიმოხილულია ანატომიური გამოსახულებების მიღების ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექიმების და მკვლევრების ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი აგებულების დათვალიერებას და მის წიაღში მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ. შემდეგი განყოფილება სხეულის ანატომიურ და ფუნქციურ საფუძვლებს წარმოგიდგენთ, სადაც მოკლედ არის განხილული უჯრედების და ქსოვილების და ქსოვილების აგებულება, დნმ-ის სტრუქტურა.

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
მედიცინა
მკითხველის ასაკი:
15+
ავტორი:
მაკმილანი ბევერლი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ნინო ბელთაძე
გვერდების რაოდენობა:
190
ზომა:
27.5X34.5
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
ფერადი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2018
ISBN:
9789941291869
000004724
64,95 
არ არის მარაგში
ქულები: 65 ქულა
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება